ჩაბარების ვადა:

22 აგვისტო 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14044 - ტენდერი ლიზინგის სისტემის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 22 აგვისტო, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სსტერაბანკი აცხადებს ტენდერს ლიზინგის სისტემის შესყიდვაზე

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.

მოთხოვნები სისტემის მიმართ მოცემულია თანდართულ ფაილად დანართი N1.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • კომპლექსური პროგრამული სისტემების შემუშავება/დანერგვისა და მართვა-მხარდაჭერის მინიმუმ 10-წლიანი გამოცდილება
  • შემოთავაზებულ სისტემაში მოდიფიკაციის/დამატებით ფუნქციების დამუშავებისა და შექმნის შესაძლებლობა დათქმულ, მიზანშეწონილ ვადებში
  • შემოთავაზებული სისტემის მუდმივი მხარდაჭერის შესაძლებლობა განუსაზღვრელი ვადით

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • სატენდერო წინადადებას ქართულ ენაზე, როგორც ამობეჭდილი (ბლანკზე, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით დამოწმებული) ასევე ელექტრონული ფორმით. (CD,USB)
  • ფასს, (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლონით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
  • კომპანიისკორპორატიულიკლიენტებისჩამონათვალს
  • მინიმუმ სამ სარეკომენდაციო წერილს (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობას საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმებას კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)

აუცილებელი პირობა:

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სსტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სსტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.
  • კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი ლიზინგის სისტემის შესყიდვაზე
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2022 წლის 22 აგვისტო (18:00 სთ-მდე).

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.

პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.

ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით დაუკავშირდით მარინა სისვაძეს, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Marina.Sisvadze@terabank.ge მობ: 598 227672

სხვა ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ირაკლი მიქაძეს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: irakli.mikadze@terabank.ge , ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005). მობ: 595 60 01 04

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები