ჩაბარების ვადა:

4 აგვისტო 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T14097 - ტენდერი კარტრიჯების დამუხტვა/აღდგენის მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. დაკორექტირდა დანართი #1.

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოებალიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს კარტრიჯების დამუხტვა/აღდგენის მომსახურების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

  • კარტრიჯების დამუხტვა/აღდგენის მომსახურების შესყიდვა ფასების ცხრილის და მომსახურების პირობების (დანართი N1) შესაბამისად;

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • მომსახურება უნდა განხორციელდეს გამარჯვებული კომპანიის სერვის-ცენტრში მისი ტრანსპორტირებით N1 დანართში მითითებული პირობების შესაბამისად;

შენიშვნა:

  • საქონლის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად შესრულებული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის ან/და სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;

დამატებითი პირობები:

  • კარტრიჯის დამუხტვის/აღდგენის ფასის წარმოდგენისას პრეტენდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აღნიშნული ფასი უნდა მოიცავდეს, როგორც დაცლილი კარტრიჯის ფხვნილით შევსებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული დეტალების გამოცვლას;
  • გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენილი ვალდებულია უზრუნველყოს ბანკის აეროპორტის მიმდებარე სასაწყობე ფართიდან (სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი #12) ყოველ სამუშაო დღეს გაიტანოს საწყობში არსებული დასამუხტი კარტიჯების სრული რაოდენობა და იმავე დღის განმავლობაში დააბრუნოს ბანკის საწყობში დამუხტული/აღდგენილი, დღიურად საშუალოდ 100-120 ცალი კარტრიჯი. კვირაში ერთი დღე შესაძლოა დასამუხტი კარტრიჯების რაოდენობა იყოს 350 ცალი;
  • კარტრიჯების დამუხტვა/აღდგენა უნდა განხორციელდეს მაღალი ხარისხის ტონერით. თითოეული კარტრიჯი უნდა დაიტესტოს და ტესტ-ფურცელთან ერთად უნდა იყოს ჰერმეტულად შეფუთული, დაზიანებისაგან დასაცავად. წუნდებული კარტრიჯის ჩანაცვლება უნდა მოხდეს იმავე სამუშაო დღეს. ბეჭდვის ხარისხი უნდა იყოს მაღალი. ფურცელზე მკვეთრად ნაბეჭდი ტექსტი, ცხრილი, ფოტო და ა.. თანდაყოლილი ლაქების/ზოლების გარეშე.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 04 აგვისტო, 17:00 საათი.
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge; ამავემეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
  • სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 90 12 00 ან/და შესყიდვების განყოფილების უფროსი თამარ მუჯირი ელ-ფოსტა: tamuna.mujiri@lb.ge; მობ: 577040505.

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები