ჩაბარების ვადა:

15 აგვისტო 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14139 - ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო  მომსახურების და პირობების წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება. 

თანდართულ ფაილად იხილეთ:

  • შეთანხმება კონფიდენციალობაზე;
  • აღწერილობა;

ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • პირველ ეტაპზე, სადაზღვევო კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების საფუძველზე შეირჩევა რამდენიმე საუკეთესო შემოთავაზების წარმომდგენი კომპანია.
  • მეორე ეტაპზე შერჩეულ კომპანიებთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები და მოხდება გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა;

სატენდერო შემოთავაზება უნდა მოიცავდეს:

  • სატენდერო წინადადებას (შემოთავაზებული სადაზღვევო პაკეტები ფასებით, მომსახურების აღწერილობა, პირობები და პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულების ჩამონათვალი  ქართულ ენაზე, როგორც ამობეჭდილი (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და კომპანიის ბეჭდით დამოწმებული), ასევე ელექტრონული ფორმით (CD, USB), (სადაზღვევო პაკეტები Excel-ის ფორმატში).
  • სარეკომენდაციო წერილები (მინ. 3, ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული)
  • მიმდინარე კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით)
  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობას საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო  (6 თვის)
  • ხელმოწერილი შეთანხმება კონფიდენციალობაზე;

კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: 

  • ტენდერის დასახელება
  • კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია(საკონტაქტო პირი, ტელ./მობ. ნომერი და ელ-ფოსტა).

პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, არაუგვიანეს 2022 წლის 15 აგვისტოს 18:00 საათისა შემდეგ მისამართზე: სს „ტერაბანკი“-ს სათავო ოფისი, ქ. თბილისი 0103, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. #3.

ტენდერში მონაწილეობის მიღების დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის, მისაღებად დაუკავშირდით ნინო ხურცილავას ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: nino.khurtsilava@terabank.ge ან ტელეფონზე + 995 32 255 00 00 / შიდა (1155) მობ 599 96 61 61

სხვა ტენდერის პროცედურებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ირაკლი მიქაძეს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: irakli.mikadze@terabank.ge ან ტელეფონზე + 995 32 255 00 00 / შიდა (2005) მობ 595 600104

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები