15 აგვისტო 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT14148 - ტენდერი ექსპერტი/მშენებლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აცხადებს ტენდერს ექსპერტი/მშენებლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.
ტექნიკური დავალების მიზანია, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხარისხიანი მომსახურებისათვის, უნივერსალური დიზაინის პრინციპების დაცვით, სოციალური ინკლუზიის ცენტრის მშენებლობა და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
კონკრეტული დავალება:
- კონკრეტული დავალება მოიცავს ჩასატარებელ სარემონტო სამუშაოებს, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგი დანართებით გათვალისწინებული საქმიანობით:
- დანართი #1-არქიტექტურული პროექტი;
- დანართი #2- ლოკალური სახარჯთაღრიცხვო ანგარიში;
- დანართი #3-გათბობა, კანალიზაცია
- დანართი #4-ტექნიკური რეგლამენტის მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები;
სარემონტო-სარეაბილიტაციოსამუშაოებიითვალისწინებსშემდეგისტიპისსამუშაოებს:
- არამზიდი კონსტრუქციის მოწყობა, მოპირკეთება;
- ლოკალური, საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების მოწყობა (ელექტრო სისტემები, სუსტი დენები, სანტექნიკა);
- სამღებრო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
- სამშენებლო ნარჩენების გატანა და ექსპლუატაციაში ჩაბარების წინა სამუშაოები.
პროდუქტი:
- პროექტის შესაბამისად გარემონტებული და რეაბილიტირებული სოციალური ინკლუზიის ცენტრი
ტექნიკური დავალების ხანგრძლივობა (1 სექტემბერი - 15 ნოემბერი 2022):
- პრეტენდენტის მიერ დამკვეთთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე უნდა წარმოადგინონ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული სატენდერო წინადადების კონვერტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდგომ დოკუმენტებს:
- შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა სრულად შევსებული, მატერიალური სახით და ელექტრონული ვერსია ფლეშ–მეხსიარებაში ჩაწერილი;
- ინფორმაცია პრეტენდენტის მსგავსი ხასიათისა და შინაარსის გამოცდილების შესახებ, რაც უნდა დასტურდებოდეს, ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარებით და ანგარიშ-ფაქტურებით;
- სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდგომ;
- სამუშაოთა გეგმა-გრაფიკი გაწერილი თვეებისა და თანხების შესაბამისად;
- ინფორმაცია პერსონალის გამოცდილების შესახებ (დანართის #5 და დანართი #6 შესაბამისად);
- ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოების საგარანტიო პირობების შესახებ (მუხლი 7.4);
- ინფორმაცია სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების შესახებ (მუხლი 7.5), დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდგომ;
- ინფორმაცია, კომპანია საჭიროებს თუ არა წინასწარ საავანსო თანხას და რა ოდენობით (მუხლი 7.7). (დანართი #2)
შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები:
- შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ პრეტენდენტს.
შერჩევის კრიტერიუმები:
- მსგავსი ტიპის სარემონტო - სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გამოცდილება - 30 ქულა;
- პირობების დაკმაყოფილება (მუხლი 7 - ის შესაბამისად) – 30 ქულა;
- მომსახურების ღირებულება – 40 ქულა.
განაცხადი მიიღება მატერიალური სახით, 2022 წლის 03 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე: ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. #64; განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.
დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330 საკონტაქტო პირი: ავთანდილ მაჩიტაძე ტელეფონი: 577613693
ელ-ფოსტა: avtandil_machitadze@edec.ge
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები