ჩაბარების ვადა:

5 აგვისტო 2022, 15:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T14156 - ტენდერი მდინარის ქვიშა-ხრეშოვანი ნარევისა ფრაქცია: 0-80; 0-120მმ, ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის 0-40 მმ და მდინარის სამშენებლო (გარეცხილი) 0.5 -5 მდე ქვიშის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ერთ ლოტად: მდინარის ქვიშა-ხრეშოვანი ნარევისა ფრაქცია: 0-80; 0-120მმ, ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის 0-40 მმ და მდინარის სამშენებლო (გარეცხილი) 0.5 -5 მდე ქვიშის შესყიდვაზე დანართ N1-ში მოცემული მოცულობებისა და დანართ N2, N3-ში მოცემული სპეციფიკაციის შესაბამისად.

შენიშვნა: სისტემაში დაფიქსირებული ფასი უნდა იყოს ტრანსპორტირების ჩათვლით დანართ N2 – ში მითითებულ ლოკაციებზე

საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • ბალასტისა და სამშენებლო ქვიშის შესყიდვა დანართი N1-ის  შესაბამისად.
  • შენიშვნა: წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოცულობები არის საორიენტაციო და შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს  ელექტრონულ ტენდერში განსაზღვრული რაოდენობები.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით.

საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ყოველკვირეულ რეჟიმში. 
  • შენიშვნა: აღნიშნული ხელშეკრულების ვადა შესაძლოა გაგრძელდეს შემსყიდველის და გამყიდველის ურთიერთშეთანხმებით.

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს მისამართზე: დანართ N2 ში მითითებულ ლოკაციებზე

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური მასალის მიწოდების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ი და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი  დოკუმენტ(ებ)ი (სასაქონლო ზედდებული/მიღება-ჩაბარება)ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვა.დოკუმენტების შესახებ:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინერტული მასალების (ბალასტი და სამშენებლო ქვიშა) მოპოვების მოქმედი ლიცენზია (არ არის აუცილებელი თავად იყოს ლიცენზიანტი) ან მასსა და ლიცენზიანტს შორის გაფორმებული სამართლებრივი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შესყიდვის ობიექტის ნიმუში ან/და ექსპერტიზის დასკვნა:

  • შენიშვნა: ტენდერში გამარჯვებული კომპანია ველდებული იქნება ხელშეკრულების გაფორმებადე შემსყიდველის წარმომადგენლის თანდასწრებით განახორციელოს მის მიერ ტენდერში განსაზღვრული კარიერიდან  ნიმუშის აღება და მისი შემოწმება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ლაბორატორიაში საკუთარი ხარჯით და წარმოადგინოს ბალასტის ლაბორატორიულად შემოწმების დასკვნა, რომელიც უნდა მოიცავდეს CBR და პროქტორის ტესტს, ასევე წარმოდგენილ დასკვნაში ნაჩვენები უნდა იყოს გაჭუჭყიანების პროცენტულობა და 

განსაკუთრებული პირობები:

  • გამყიდველმა მოწოდება უნდა განახორციელოს მხოლოდ იმ კარიერიდან, რომელზეც გაფორმდა ხელშეკრულება. კარიერის ცვლილების შემთხვევაში, წინასწარ უნდა გააფრთხილოს „შემსყიდველი“ და გაფორმდეს შესაბამისი შეთანხმება.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1), ასევე ინფორმაცია მაქსიმალური დღიური რაოდენობის მიწოდების შესაძლებლობაზე;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • ქვიშა ხრეშოვანი ნარევის 0-80მმ და ქვიშა ხრეშოვანი ნარევის 0-40მმ / მდინარის სამშენებლო (გარეცხილი) ქვიშის 0.5-5 მმ  რაოდენობის დამადასტურებელი ლიცენზია და პრეტენდენტსა და ლიცენზიანტს შორის გაფორმებული სამართლებრივი ურთიერთობის დამადასტურებული დოკუმენტი(ასეთის საჭიროების შემთხვევაში) 1.7 პუნქტის შესაბამისად ;
  • ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (სამუშაოების შესრულებისათვის აუცილებელი ტექნიკის ჩამონათვალი და მათი მოცულობები)
  • ინფორმაცია კარიერის ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • სატენდერო დოკუმენტაციის პირობებზე თანხმობის წერილი დადასტურებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით, თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის შესაბამისად. 
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 5 აგვისტო, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ნინო კობერიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. 10
ელ. ფოსტა: nkoberidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1146); 555 68 93 98

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. 10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145); 599 505 067

ტენდერის კატეგორია:

  • 14200000 ქვიშა და თიხა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    3 აგვისტო 2022 დრო 12:43
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა