31 აგვისტო 2022, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT14255 ტენდერი სტაციონალური წყაროდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე (დამაბინძურებელი) ნივთიერებათა გაფრქვევის უწყვეტი ავტომატური მონიტორინგის სისტემის მოწყობილობის შეძენა-მონტაჟზე № 9/08-KAMP/EMSEPI-22
ტენდერის აღწერილობა:
-
სტაციონალური წყაროდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე (დამაბინძურებელი) ნივთიერებათა გაფრქვევის უწყვეტი ავტომატური მონიტორინგის სისტემის მოწყობილობის შეძენა-მონტაჟზე № 9/08-KAMP/EMSEPI-22
შპს „ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- პროექტი (დანართი #1)
- გაზის ნაკადის ნახაზი (დანართი #2)
- საკვამლე მილის ნახაზი (დანართი #3)
- საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ (დანართი #4)
- დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა ტექ. რეგლამენტი (დანართი #5)
ტენდერის მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, რომელიც დეტალურად უნდა მოიცავდეს შემდეგს:
- მოწყობილობებზე: ჩამონათვალი, რაოდენობა, ტექნიკური მონაცემები, მწარმოებელი ქვეყნის მითითება, გარანტიის მითითება, რომელ სტანდარტს აკმაყოფილებს.
- მონტაჟისთვის საჭირო მასალაზე: ასევე ჩამონთვალი, რაოდენობა, ტექნიკური მონაცემები, მწარმოებელი ქვეყნი მითითება (სადაც შეიძლება)
- მონტაჟისთვის: სამუშაოს ზოგადი აღწერა, წინა სამონტაჟო საჭირო მომზადების მითითებით, მონტაჟის მონიტორინგისთვის გამოყოფილი სპეციალისტის რაოდენობის და კვალიფიკაციის მითითებით - ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოსდალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი (№ 9/08-KAMP/EMSEPI-22);
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ირინა ჯელია
ელ.ფოსტა: ijelia@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: +995 599 19 40 10
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
გიორგი ქარქაშაძე
საკონტაქტო ნომერი: 595 337 748
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 31 აგვისტო, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 38400000 ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები
- 90700000 მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში