ჩაბარების ვადა:

26 აგვისტო 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14305 - ტენდერი ქონებისა და საავტომობილო დაზღვევაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან ქონების და საავტომობილო დაზღვევა:

საავტომობილო დაზღვევა:

დასაზღვევი ავტომანქანის რაოდენობა
38  ერთეული
დასაზღვევი მანქანების ჩამონათვალი
იხილეთ დანართი #1-ში
პოლისის  გააქტიურების  ვადა
2022 წლის ნოემბერი
ხელშეკრულების ვადა
1 წელი
სადაზღვევო რისკები
მანქანის ნაწილობრივი დაზიანება
მანქანის სრული ზიანი
მძღოლის ზიანი
მესამე პირის ზიანი
მანქანის ევაკუაცია
ფრანჩიზა
0%
ცვლილებების მართვა

წლის განმავლობაში ავტოპარკში ავტომანქანების დამატების შემთხვევაში დაზღვევა უნდა მოხდეს ძირითადი პოლისის პირობების  მიხედვით  

უფლებამოსილი მძღოლები
კომპანიის ყველა თანამშრომელი, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა
ავტო   ასისტანსი

24/7


ქონების დაზღვევა:

დასაზღვევი ქონება საწყობი
დასაზღვევი ქონების ჩამონათვალი იხილეთ დანართი #2-ში
პოლისის გააქტიურების ვადა 2022 წლის ნოემბერი
ხელშეკრულების ვადა 1 წელი
სადაზღვევო რისკები კონსტრუქციული ელემენტები
შიდა მოპირკეთება, რემონტი
მანქანა დანადგარები, საწარმოო მოწყობილობები
სასაქონლო მარაგები
ფრანჩიზა
0%
ქოლ ცენტრი
24/7
  • ავტომობილებისა და ქონების ფასები კონფიდენციალურია და გადმოგიგზავნით მხოლოდ დაინტერესებულ კომპანიებს.
  • შემოთავაზებასთან ერთად გთხოვთ მოგვაწოდოთ  მისამართები, ანუ მომსახურების წერტილები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და პარტნიორ კომპანიების ჩამონათვალი.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, ან გადმოაგზავნონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2022 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება - 2022 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით
  • განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში - 1საათიდან 1საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • კომპანიის სრული დასახელება
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
  • მისამართი
  • ტელეფონი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება).

საკონტაქტო პირი: გიორგი ახალაია
ტელეფონი: 995 596 203 203
E-mail: Giorgi.akhalaia@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39/41, თბილისი, 0113, საქართველო

შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები