9 ივნისი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1440 - ტენდერი მიწისქვეშა ავტო-სადგომისა და სადგომზე მდგარი ავტომანქანების დაზღვევაზე
- გამომცხადებელი: ვესტ საიდ ჯგუფი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 9 ივნისი 2016 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია „ვესტ საიდ ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს მიწისქვეშა ავტო-სადგომისა და სადგომზე მდგარი ავტომანქანების დაზღვევაზე.
ხელშეკრულების ვასის მინიმალური ხანგრძლივობა 1 წელი.
დაზღვეულ ავტო-სადგომზე მდგარი ავტო მაქანების სადაზღვევო ერთეული 50 ავტომობილი.
ტენდერში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი აუცილებელი პირობები მათ მიერ წარმოდგენილ შემოთავაზებებში:
აუცილებელი პირობა:
სადაზღვევო რისკები, კერძოდ: ავტო სადგომზე მდგარი ავტო მაქანებისათვის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება, კერძოდ:
- ხანძარი;
 - წყალდიდობა, დატბორვა;
 - აფეთქება;
 - მიწისძვრა;
 - შტორმი;
 - ქარიშხალი;
 - სეტყვა;
 - მეხის დაცემა;
 - ნიადაგის ჩამოშლა;
 - მეწყერი;
 - უხვთოვლიანობა;
 
სასურველია გაითვალისწინოთ:
წყალგაყვანილობის სისტემის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა მათ შორის ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და მათი მცდელობა, მესამე მხარის მიერ განზრახ მიყენებული ზიანი.
კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- თქვენს მიერ შემოთავაზებულ პროდუქტზე სრულად შევსებული დოკუმენტი;
 - ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა;
 - გამონაკლისების დეტალური სია - რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
 - სადაზღვევო ანგარიშსწორების პირობები;
 - სადაზღვევო პრემია;
 - ფრანშიზა;
 - ავტოტრანსპორტის სრული დაზიანება (განადგურება);
 - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, სრული დოკუმეტაცია კომპანიის შესახებ.
 
ფასები მოწოდებული უნდა იყოს ლარში ან დოლარში (იმდროისათვის არსებული კურსით)
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი შემოთავაზება არაუგვიანეს 2016 წლის 9 ივნისის 18:00 საათისა. შემდეგ ელ. ფოსტაზე:
maikokartvelishvili120180@gmail.com
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ:
მაია ქართველიშვილი
ტელ: (+995) 599 87 75 54
ელ. ფოსტა: maikokartvelishvili120180@gmail.com