2 სექტემბერი 2022, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT14433 - ტენდერი სათავო ოფისში, ფილიალებსა და სერვის ცენტრებში (მთელი საქართველოს მასშტაბით) ლამინატის და მდფ მასალის სხვადასხვა სახეობის ავეჯის დამზადება/მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიის/კომპანიების შესარჩევ ტენდერს სათავო ოფისში, ფილიალებსა და სერვის ცენტრებში (მთელი საქართველოს მასშტაბით) ლამინატის და მდფ მასალის სხვადასხვა სახეობის ავეჯის დამზადება/მონტაჟზე.
ტენდერში წარსადგენი დოკუმენტაცია:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- კომპანიის მიერ შესრულებული პროექტების ჩამონათვალი, ფოტომასალა;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
- ტენდერში შერჩეული კომპანია ვალდებულია გააქტიურებული ჰქონდეს საბანკო ანგარიში სს “ლიბერთი ბანკი“-ში;
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება შერჩეულ კომპანია/კომპანიებთან 1 (ერთი) წლიანი თანამშრომლობის მიზნით, რომლებიც ბანკთან თანამშრომლობის 1 წლის ვადის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ ბანკის მიერ ჩატარებულ შიდა ფასთა გამოკითხვებში;
- ბანკის მიერ დაკვეთილი ავეჯის განფასებები მოხდება ყოველი შეკვეთის წინ შიდა ფასთა გამოკიხვის ფორმით;
- ყოველ კონკრეტულ შეკვეთაზე ჩატარებულ ფასთა გამოკითხვაში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება (დანართი #1-ხელშეკრულების შაბლონი);
- კონკრეტული ავეჯის დამზადება-მონტაჟის შესრულების შესახებ ფასთა გამოკითხვაში გამარჯვებულ კომპანიას ბანკი გაუგზავნის ავეჯის დიზაინს, ნახაზებს ზომებისა და მასალის მითითებით (დანართი #2- ფოტონიმუშები);
- ავეჯის მწარმოებელი კომპანიის პირველადი შერჩევა მოხდება გამოცდილების, კვალიფიკაციისა და განხორციელებული პროექტების შესაბამისად. წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას ავეჯის მწარმოებელ კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 02 სექტემბერი, 17:00 საათი.
პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს
შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე,
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი