ჩაბარების ვადა:

5 სექტემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T14489 - ტენდერი საქართველოს მასშტაბით ფილიალების უსაფრთხოების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „თეგეტა მოტორსი“ მუდმივად განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული ჰოლდინგური კომპანიაა,  რომელმაც 27 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს კი, კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს და ლიდერია საავტომობილო მომსახურების დარგში. ამ ხნის განმავლობაში, არაერთხელ მიიღო „ოქროს ბრენდის“  სტატუსი და „წლის კომპანიის“ აღიარება. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე. 

შპს „თეგეტა მოტორსი“ (ს/კ 202177205) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ერთ ლოტად საქართველოს მასშტაბით ფილიალების უსაფრთხოების მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით: 1. ობიექტის დაცვა ცოცხალი ძალით დანართი N1-ის მიხედვით და 2. ობიექტის დაცვა სახანძრო და საგანგაშო სიგნალიზაციის ძალით დანართი N2-ისა და დანართი N3-ის მიხედვით. 

წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მომსახურება გასწიოს დანართი N1-ის და დანართი N2-ის მიხედვით 12 კალენდარული თვის განმავლობაში.

შენიშვნა: საგანგაშო და სახანძრო სიგნალიზაციის ინვენტარი უნდა გადმოეცეს შპს თეგეტა მოტორს დროებით სარგებლობაში 

განსაკუთრებული მოთხოვნები: დაცვის კომპანია ვალდებულია თანამშრომლები აღჭურვოს ობიექტის დაცვისთვის საჭირო ყველა ინვენტარით და უზრუნელყოს მათი დრესკოდი.

საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

  • გასაწევი მომსახურების აღწერა წარმოდგენილია დანართი N1, დანართი N2-ისა და დანართი N3-ის სახით;

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და ჯერადობა, რის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

განფასების მოთხოვნის პირობები:

  • ფასები წარმოსადგენია ჯამურად, დანართ N1-ით და დანართი N2-ით გათვალისწინებული სრული მომსახურებებისთვის (დოკუმენტი ატვირთეთ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
  • წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს მოცემული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის დღგ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწნებული სხვა გადასახადები).

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი:

  • მომსახურების გაწევის ადგილი: დანართი N1-ისა და დანართი N2-ის მიხედვით.

ანგარიშსწორების პირობა:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და ანგარიშფაქტურის დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge –ს საშუალებით. 

შენიშვნა: შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

პრეტენდენტის მიერ tenders.ge–ზე ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • საფასო შეთავაზება როგორც ელექტრონული (Excel), ისე ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა. 
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • სარეკომენდაციო წერილები;

დამატებითი ინფორმაცია:
წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 05 სექტემბერი, 18:00 საათი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 5 სექტემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებული შეკითხვების განყოფილება რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.torchinava@tegetamotors.ge, საკონტაქტო პირი: ანა ტორჩინავა, ტელ: 595521599.

ტენდერის კატეგორია:

  • 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71700000 მონიტორინგი და კონტროლი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    2 სექტემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა