ჩაბარების ვადა:

5 სექტემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T14509 - ტენდერი გარედადგმულობის სანაგვე ურნების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 2 სექტემბერი 2022 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 5 სექტემბერი 2022 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისათვის“ გარედადგმულობის სანაგვე ურნების შესყიდვა.

კონკრეტული დავალება: 
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა შემოგვთავაზოს შემდეგი მახასიათებლების გარედადგმულობის სანაგვე ურნები 

  • რაოდენობა - 15 ცალი;
  • სანაგვე ურნის ზომა: 40x40x90;
  • სანაგვე ურნა უნდა იყოს უჟანგავი;
  • სანაგვე ურნა უნდა მაგრდებოდეს ზედაპირზე; სანაგვე ურნები დამზადებული/მოწოდებული უნდა იყოს თანდართული სურათების შესაბამისად; 

პრეტენდენტმა შემსყიდველს წინასწარ უნდა წარუდგინოს და შეუთანხმოს სანაგვე ურნის ნიმუში. 

პრეტენდენტის შემოთავაზება ასევე უნდა ითვალისწინებდეს საქონლის შემდეგ მისამართამდე ტრანსპორტირების ხარჯებს: ქ.თბილისი. იოსებ ალავერდელის 15ა. 

გადახდის პირობები: ანაზღაურება განხორციელდება საქონლის სრულად მოწოდებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. 

ავანსი განიხილება პრეტენდენტის შემოთავაზების შესაბამისად. 

ტენდერის ვადები: 6 კალენდარული დღე 

ხელშკრულების ვადები: 25 კალენდარული დღე 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 5 სექტემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი: სოფიო ბასილაძე
მობ: 598 90 44 66 

ტენდერის კატეგორია:

  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

გამარჯობა, მინდა დავაზუსტო , ნაგვის ურნა უნდა უყოს უჯანგავი მეტალისგან დამზადებული თუ ელექტროსტატიკურად შეღებილი?

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი

მოგესალმებით. ნაგვის ურნები განკუთვნილია აგს-ების გარე პერიმეტრზე დასამონტაჟებლად, მათ შორის ისეთ რეგიონებში, სადაც კლიმატური პირობების გათვალისწინებით (წვიმა), დიდი შანსია ურნების დაჟანგვის. ტენდერის აუცილებელი პირობაა, მოწოდებული საქონელი იყოს უჟანგავი. გთხოვთ, თქვენს სატენდერო წინადადებაში მიუთითოთ, უჟანგავი მეტალის ურნებს გვთავაზობთ თუ ელექტროსტატიკურად შეღებილს.