ჩაბარების ვადა:

14 სექტემბერი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T14513 - Management of website and social media pages for the Georgian Apparel and Fashion Association

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიისგან დანართი 1 - ის შესაბამისად. 

ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, 14.09.2022 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში შემდეგ მისამართზე:

GIZ-ის თბილისის ოფისი 
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი, III სართული 
ერთ კონვერტში მოათავსებული უნდა იყოს საფასო შემოთავაზება, ხოლო მეორე კონვერტში შინაარსობრივი შემოთავაზება. კონვერტები უნდა იყოს დანომრილი შემდეგნაირად: 

  • I - საფასო შემოთავაზება;
  • II - შინაარსობრივი შემოთავაზება. 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება! 

შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში (ეროვნული ვალუტა), სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 172-ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან 

გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში. 

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი (ინგლისურად): 

  • კოპანიის სახელწოდება
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა, მისამართი);
  • ტენდერის დასახელება: Management of website and social media pages for the Georgian Apparel and Fashion Association
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე
  • მიმღები: GIZ-ის თბილისის ოფისი , რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108
    თბილისი, III სართული
  • პროგრამის ნომერი: 16.2179.6-007.00
  • ტენდერის ნომერი: 83418535 

გთხოვთ, შემოთავაზებაზე დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული. შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 22.09.2022 -თვის. დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ პირთან. 

ტენდერის კატეგორია:

  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
  • 72400000 ინტერნეტმომსახურებები