ჩაბარების ვადა:

21 სექტემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T14553 - ტენდერი 46 ელ.ენერგიის მრიცხველის შეძენაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 1 ლოტად შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე: 

  • 46 ელ.ენერგიის მრიცხველის შეძენა

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

  • საქონლის/მომსახურების მოთხოვნების/სპეციფიკაციების დეტალური აღწერა და ტექნიკური დავალება მოცემულია დანართი N1 ში 

რაოდენობა და მოცულობა მითითებულია დანართი N2-ში.

შენიშვნა: ტენდერში წინადადების წარმოდგენამდე დაინტერესებული კომპანია ვალდებულია ადგილზე დაათვალიეროს დანართი N3-ით განსაზღვრული აღრიცხვის კვანძის მოსაწყობი ადგილები.  მხოლოდ აღნიშნული წინაპირობის შესრულების შემდგომ განიხილავს სატენდერო კომიტეტი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებას.

ობიექტზე ადგილზე დათვალიერების საკითხი წინასწარ უნდა შეთანხმდეს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წარმომადგენელთან: 599 10 55 61, გია ჩხარტიშვილი

საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ტენდერის ითვალისწინებს შემდეგ მომსახურება/სამუშაოებს:

  • საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტებაში წარსადგენი დოკუმენტაციისა და პროექტის მომზადებას;
    - წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი შემდეგი:
    - არსებული თავსებადი მრიცხველის (მრიცხველების) მონაცემები (ტიპი, ნომერი, სტანდარტის დამოწმების თარიღი, ფოტო მასალა);
    - ძაბვის და დენის ტრანსფორმატორების სიზუსტის კლასის და მეორადი წრედების დატვირთვის მონაცემების ვადიანი გაზომვის ოქმები;
    - საპროექტო და დეტალური სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;
  • პროექტით გათვალისწინებული 46 (ორმოცდაექვსი) აღრიცხვის კვანძვისთვის საჭირო ყველა მასალისა და მოწყობილობის მოწოდებას;
  • პროექტით გათვალისწინებული 46 (ორმოცდაექვსი) აღრიცხვის კვანძვის მოწყობის სამუშაოები;

დეტალური ტექნიკური დავალება წარმოდგენილია დანართში №1.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N2-ის მიხედვით - ექსელის ფორმატში, განფასება უნდა მოიცავდეს დანართიN3-ში განსაზღვრული ყველა ობიექტისთვის აღრიცხვის კვანძის მოწყობისთვის საჭირო ყველა მასალას და მომსახურებას.
  • ფასები წარდგენილი უნდა იქნას ლარში, დამატებითი ღირებულების ჩათვლით, საერთო ღირებულება უნდა შეიცავდეს ტრანსპორტირების, დოკუმენტაციისა და პროექტის მომზადების, მასალისა და შესასრუბელი სამუშაოების საფასურს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისა და სავალდებულო შენატანების ჩათვლით.
  • წარმოდგენილი ერთეული ფასები ფიქსირებულია, ან ღირებულების ცვლილების ალბათობის შემთხვევაში ფასწარმოქმნის  დეტალური კალკულაცია უნდა იქნეს წარმოდგენილი.

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • აღრიცხვის კვანძები უნდა მოეწყოს დანართი N3-ით განსაზღვრულ ობიექტებზე
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების პროცესის გეგმა-გრაფიკი ეტაპების მიხედვით. 

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების გაწევიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ საავანსო გარანტია, რომელიც გაცემული იქნება საქართველოს მიერ ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N2-ის შესაბამისად);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი;
  • გამოყენებული მასალებზე ინფორმაცია შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ხარისხის სერთიფიკატები.
  • ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ- კომპანიის ზოგადი აღწერა, თანამშრომლების რაოდენობა, პროექტის შესრულებაში ჩართული თანამშრომლების რაოდენობა და კვალიფიკაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, მოთხოვნის მიხედვით;
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური საქონლის და მომსახურების მიწოდების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ი და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი  დოკუმენტ(ებ)ი (სასაქონლო ზედდებული/მიღება-ჩაბარება)ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
  • შესრულებული სამუშაოების ზოგადი ჩამონათვალი: ბოლო 3 წლის მანძილზე მსგავსი პროექტების ჩამონათვალი (დასრულებული და მიმდინარე);
  • სარეკომენდაციო წერილი - მინიმუმ 3 (დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე)
  • შემოთავაზებული ქვე-კონტრაქტორები (არსებობის შემთხვევაში)- კომპანიის დასახელება და ინფორმაცია, სამუშაო მოცულობა/აღწერა რომელსაც ქვე-კონტრაქტორი შეასრულებს;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით
  • თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში შეუძლია შემოთავაზება გადმოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვებით, რომელიც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის საკონტაქტო ინფორმაციაში.
  • ასევე თუ შეიქმნა რაიმე ტექნიკური ხარვეზი, რაც შეაფერხებს საიტზე საბუთების ატვირთვას, პრეტენდენტს შეუძლია წინადადება გადმოაგზავნოს აღნიშნულ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. აქვე ავღნიშნავთ რომ წინადადების მოწოდება ელექტრონული ფოსტით უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 14 სექტემბრის 15:00 -მდე.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება  წინამდებარე ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების პროექტის და სატენდერო წინადადების შესაბამისად.

მოთხოვნა საგარანტიო ვადის და პირობების შესახებ:

  • საგარანტიო პერიოდის მანძილზე პრეტენდენტი უზრუნველყოფს სათადარიგო ნაწილების მოწოდებას ან ახალი მოწყობილობით ჩანაცვლებას საგარანტიო პირობების ფარგლებში. კონტრაქტორი პასუხისმგებელია, როგორც საკუთარი ასევე, ქვეკონტრაქტორის მიერ მოწოდებული მასალის ხარისხსა და საგარანტიო პირობებზე.
  • იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო პირობების გათვალისწინებით მოხდება რაიმე ხარვეზის აღმოფხვრა ან მასალის/მოწყობილობის ჩანაცვლება, მაშინ ასეთ საქონელზე ახალი საგარანტიო პერიოდი/პირობები იქნება გათვალისწინებული. საგარანტიო ვადა და პირობები ძალაში შედის მონტაჟის შემდგომ.

განსაკუთრებული პირობები:

  • პრეტენდენტი ვალდებულია გაეცნოს კონტრაქტორის განაცხადს, რომლის დანერგვასა და სამუშაო პროცესში მის სრულ დაცვას უზრუნველყოფს დამკვეთთან ერთად. პრეტენდეტმა კონტრაქტორის განაცხადის შევსებით და ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ გაეცნო დოკუმენტაციას და ადასტურებს სამუშაო პროცესში მასში გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას.
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია საკუთარი და ქვეკონტრაქტორის პერსონალის მხრიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, როგორც სამუშაო ასევე ტრანსპორტირების და ტექნიკის ექსპლუატაციის პროცესში. ტენდერში შერჩეული კომპანია განახორციელებს პერსონალის ინსტრუქტაჟს, ტრეინინგსა და შრომისა უსაფრთხოების ეკიპირებით აღჭურვას.(იხ. დანართი „კონტრაქტორის მართვის გეგმა“)
  • ტენდერში მონაწილემ უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო შემოწმება მასალის მიწოდებამდე და წარმოადგინოს ყველა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შემოწმების ოქმები, სერტიფიკატები და სხვა).
  • სატენდერო წინდადებით გათვალისწინებული მასალის ჩამონათვალის გარდა წარმოდგენილი უნდა იყოს, ყველა შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური სპეციფიკაცია, მწარმოებელი, ხარისხის და წარმოშობის სერტფიკატები. 
  • დამკვეთი უფლებამოსილია მოსთხოვოს პრეტენდენტს შემოთავაზებული მასალის ჩანაცვლება სხვა სპეციფიფიკაციის ან მწარმოებლის საქონლით. კონტრაქტორს არ აქვს უფლება ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე შეცვალოს სატენდერო წინადადებით დამკვეთთან შეთანხმებული მასალა, შეთანხმებისა და წინასწარი წერილობითი დასტურის მიღების გარეშე.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)  არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  მხრიდან.

დანართების ჩამონათვალი:

  • დანართი № 1 - განფასების ცხრილი
  • დანართი № 2 - ტექნიკური დავალება
  • დანართი № 3 - ობიექტების ჩამონათვალი
  • დანართი № 4 - ქსელის წესები
  • დანართი № 5- კონტრაქტორის განაცხადი
  • დანართი № 6 - ხელშეკრულების ნიმუში

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 21 სექტემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 595 22 66 94

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141);  599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები

დოკუმენტაცია

ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    16 სექტემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა