
23 სექტემბერი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT14571 - ტენდერი 5 კვტ. სიმძლავრის ჰელიოსადგურის შესყიდვისა და მონტაჟის სერვისის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ა(ა)იპ სათემო კავშირი „სვერი“აცხადებს ტენდერს 10 კვტ. სიმძლავრის ჰელიოსადგურის შესყიდვისა და მონტაჟის სერვისის შესყიდვის შესახებ
5 კვტ. სიმძლავრის ჰელიოსადგური შესყიდვა და განთავსება/ მონტაჟი უნდა მოხდეს სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის საჯარო სკოლაში, სკოლის სახურავზე;
შესყიდვის ობიექტი:
პროდუქტი და მომსახურება |
რაოდენობა |
მზის პანელები Solarmodul JA Solar, 460Wp, მონოკრისტალი |
22 |
მზის პანელების მონტაჟთან დაკავშირებული მასალები |
|
სამონტაჟო სამუშაობი, ნეტო პროგრამაში ჩართვა, რეპორტინგი და მონიტორინგი |
სატენდერო პირობები:
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს მოეთხოვება სათანადო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი შესყიდვის ობიექტის პუნქტების მიხედვით
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
- დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი,
- ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
- ცნობა საგადასახადოდან, დავალიანების არ ქონის შესახებ;
- განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას
ტენდერი სცნოს ანულირებულად და გაახანგრძლივოს ვადა დამატებით 1 კვირით თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: sveri.2002@gmail.com არაუგვიანეს 2022 წლის 23 სექტემბრისა 18:00 სთ.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამაზ ცუცქირიძე-სათემო კავშირ „სვერის“ გამგეობის თავმჯდომარე ტ: +995591242440
ელ. ფოსტა: sveri.2002@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია