ჩაბარების ვადა:

24 ივლისი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T146 - საბაზო სადგურების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მაგთიკომი“ აცხადებს ტენდერს საბაზო სადგურების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე.

ტენდერის ნომერი: 14/07/01

სამუშაოების შესრულების ადგილი : საქართველო (თბილისი, რეგიონები)

საორიენტაციო მოცულობა : 30 – 40 საბაზო სადგური

პერიოდი : 2014 წლის აგვისტოდან - 2015 წლის აგვისტომდე

  • ტექნიკური მახასიათებლები და შესაბამისი ნახაზები - დანართი N 1
  • დამატებითი ინფორმაცია სატენდერო პროცედურებთან დაკავშირებით - დანართი N 2
  • ტენდერში გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის პროექტი - დანართი N 3
  • აფიდავიტი - დანართი N 4
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საჭირო საბუთები:
  • ტენდერში მონაწილეობის განაცხადი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: პრეტენდენტის სრული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, კომპანიის მოკლე მიმოხილვა(ინფორმაცია კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ), მნიშვნელოვანი კლიენტების ჩამონათვალი, ამავე განაცხადში უნდა იყოს მითითებული, რომ გაეცანით და ეთანხმებით დანართებს N2 და N3
  • შევსებული ტექნიკური მახასიათებლების დანართი N2. (ფასები უნდა იყოს მითითებული ლარებში დღგ-ს ჩათვლით)
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • უახლესი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
  • შევსებული აფიდავიტი დანართის №4 სახით
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ


დოკუმენტაცია უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ მოითხოვება საავანსო ჩარიცხვა, გამარჯვებულმა კომპანიამ კონტრაქტის გაფორმების დროს უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია.

შერჩეულ კანდიდატებს, მეორე ეტაპზე მოეთხოვებათ:

  • ერთი საბაზო სადგურის მშენებლობა-მონტაჟი, მაგთიკომის მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე
  • აღნიშნული საბაზო სადგურის თვითღირებულება სრულად იქნება ანაზღაურებული მაგთიკომის მიერ


ტენდერში საბოლოო გამარჯვებული შეირჩევა, კანდიდატების მიერ აშენებული საბაზო სადგურების შეფასების საფუძველზე

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, დალუქულ კონვერტში უნდა წარმოადგინონ სატენდერო შეთავაზებისა და თანდართული დოკუმენტების როგორც ამობეჭდილი ასევე ელექტრონული ვერსია.

კონვერტზე მითითებული უნდა იყოს: 1. ტენდერის დასახელება, 2. ტენდერის ნომერი, 3. ტენდერში მონაწილის დასახელება და მისამართი; 4. „კონფიდენციალურია. გაიხსნას მხოლოდ ტენდერზე პასუხისმგებელი პირების მიერ“

დალუქულ კონვერტთან ერთად უნდა წარმოადგინოთ შემდეგი შინაარსის წერილი : შპს მაგთიკომის სატენდერო კომისიას; წარმოგიდგენთ სატენდერო დოკუმენტაციას. თარიღი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.

აღნიშნული დოკუმენტაციის მიღება ხორციელდება 2014 წლის 8 ივლისიდან 2014 წლის 24 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე:

შპს „ მაგთიკომი“, ქ.თბილისი, 0186 პოლიტკოვსკაიას ქ. N 5, კანცელარია, ტელ : 755 (756)

დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 09:00 დან 18:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), ხოლო 2014 წლის 24 ივლისს 17:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

ტექნიკური დეტალების გასარკვევად : გიორგი ტოგონიძე
ტელ: 2 171 243; 599 29 45 48
ელ-ფოსტა: Giorgi.togonidze@magticom.ge

ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით : ნუგზარ ქავთარაძე
ტელ: 2 171 611 ; 551 50 58 91
ელ-ფოსტა: nugzar.kavtaradze@magticom.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ