ჩაბარების ვადა:

21 სექტემბერი 2022, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T14626 - ტენდერი სატვირთო ტექნიკის (თვითმცლელების) ტენტების დამზადება/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ტენდერს სატვირთო ტექნიკის (თვითმცლელების) ტენტების დამზადება/მონტაჟის მომსახურების შესყიდვაზე.

შესასყიდი მომსახურების ტექნიკური მახასიათებელი-დავალება.

  • დანართ N1-ში მოცემულია იმ ტექნიკის ჩამონათვალი და ტექნიკის მონაცამები, რომელზეც უნდა მოხდეს ტენტის დამზადება და მონტაჟი, ასევე მითითებული ტენტის ზომები და ტიპი.
  • ნიმუშის სახით შეგიძლიათ იხილოთ სურათები, თუ როგორი უნდა იყოს ტენტი მექანიზმით და მექანიზმის გარეშე. 

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასი ლარში  დანართი N1-ის ექსელის მიხედვით. შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტენტის, მექანიზმის და მისი ტექნიკაზე დამონტაჟების ღირებულებას.

მომსახურების მიწოდების/შესრულების ადგილი:

  • მომსახურების შესრულების ადგილი მითითებული უნდა იყოს დანართ N1-ში პრეტედენტის მიერ. 

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, პრეტედენტის მიერ დანართ N1-ში შემოთავაზებული პირობების მსგავსად. უპირატესობა მიანიჭება კონსიგნაციის ვადას.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად)

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება.

სხვა მოთხოვნა:

  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  • შემსყიდველი, იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის,  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 21 სექტემბერი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067

ტენდერის კატეგორია:

  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    19 სექტემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა