ჩაბარების ვადა:
28 სექტემბერი 2022, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T14675 - ტენდერი ავტომობილების რეცხვის მომსახურებაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ აცხადებს ტენდერს ავტომობილების რეცხვის მომსახურებაზე.
კონკრეტული დავალება:
- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა კომპანიამ შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ მომხმარებლებს უნდა გაუწიოს სამრეცხაო ტალონების მეშვეობით რეცხვით მომსახურეობა შემდეგ რაოდენობებზე:
- სედანი: 126 ცალი
- ჯიპი: 68 ცალი
- მინი ბასი: 26 ცალი
- შენიშვნა: ზემოთ მოცემული რაოდენობები განსაზღვრულია 1 თვის პერიოდზე. აღნიშნული რაოდენობები კატეგორიების მიხედვით შეიძლება შეიცვალოს და მცირედით დაკორექტირდეს.
- რეცხვის ტალონებს გაცემის დღიდან უნდა ჰქონდეს არანაკლებ ერთწლიანი მოქმედების ვადა.
მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება ავტომანქანის ცალკეული კატეგორიების მიხედვით, როგორც ერთეულის ღირებულება, ასევე ჯამური ღირებულება.
- პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ტალონების მოქმედების ვადის შესახებ.
- პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს სამრეცხაო სფეროში ოპერირების და კორპორატიულ კლიენტებთან რეცხვის მომსახურების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადებასთან ერთად.
- პრეტენდენტ კომპანიას უნდა ჰქონდეს დანერგილი სატალონე სისტემა.
გადახდის პირობები: განიხილება პრეტენდენტის შემოთავაზება
ტენდერის ვადები: 10 კალენდარული დღე
ხელშეკრულების ვადები: ხელშეკრულება გაფორმდება არანაკლებ 1 წლის ვადით
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 28 სექტემბერი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი:
ნიკოლოზ ოსიტაშვილი
მობ: 577222321
ტენდერის კატეგორია:
- 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები