
ჩაბარების ვადა:
20 ივნისი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1468 - ტენდერი HP Care Pack-ის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს მომსახურების ტენდერს - HP Care Pack.
შესასყიდი საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
დამატებითი მოთხოვნები:
- HP Care Pack –ის მოქმედების ვადა 01.06.2016 -დან 31.01.2017 -მდე.
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება;
- მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF);
- მოწოდების ვადები: 1 თვე
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 13 ივნისიდან – 2016 წლის 20 ივნისის ჩათვლით;
- თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და ა.შ შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
- გთხოვთ, ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ ლარებში მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: თეა გიორგაძე 599915078
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 20 ივნისი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=600&lang=geo