ჩაბარების ვადა:

4 ოქტომბერი 2022, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T14696 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის შეძენა/მოწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკია, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობა და საბანკო მომსახურების მიღება ელექტორნული სერვისების გამოყენებით.  

„პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. 

„პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი საქართველო აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის შეძენა/მოწოდებაზე.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა
  • საკანცელარიო ინვენტარის და ქაღალდის სპეციფიკაცია
  • ქაღალდის მოხმარების სტატისტიკა  ბოლო 6 თვის მანძილზე
  • ქაღალდის  და საკანცელარიო მასალების ეკო კრიტერიუმები

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);  
  • შევსებული და ხელმოწერილი ფასების ცხრილი თანდართული სპეციფიაკციის გათვალისწინებით
  • ანგარიშსწორების პირობები

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და ბანკის პირველ სართულზე არსებულ მიმღებში დატოვოთ.

ფასების მოწოდებისას გთხოვ გაითვალისწინოთ პროდუქციის მოწოდების სერვისის ღირებულებაც, თვეში ერთხელ, ოფიციალურ ბანკის საიტზე www.procreditbank.ge ფილიალების/სერვის პუნქტების მითითებული ქსელის დაფარვით.

ასევე, მეორე ვარიანტად შეგიძლიათ ტრანსპორტირების გარეშე მომსახურებაც გაითვალისწინოთ და თბილისის ერთ-ერთ ფილიალში მთლიანი შეკვეთის მოწოდებაც.

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 04 ოქტომბერი 2022 წელი (16:00 საათამდე).

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ფატიმა აქუბარდია
შესყიდვების ქვეგანყოფილების  სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21,  თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578) 
E-mail: geo.tenders@procredit-group.com

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
იდა შახდინარიანი
ადმინისტრაციის  სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, 
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1562)
E-mail: Ida.Shakhdinariani@procredit-group.com

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა