
20 ოქტომბერი 2022, 21:00
სტატუსი:
დასრულებულიT14936 - ტენდერი სხვადასხვა სახის პროდუქციის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ფონდი "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" საქართველოს წარმომადგენლობა
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 ოქტომბერი 2022 დრო 21:00
ტენდერის აღწერილობა:
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Action Against Hunger (AAH), წარმოადგენს საერთაშორისო ქსელის წევრ ორგანიზაციას და არის აპოლიტიკური, არარელიგიური, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ებრძვის შიმშილს და მის გამომწვევ მიზეზებს მსოფლიოს მასშტაბით. Action Against Hunger 1994 წლიდან მუშაობს სამხრეთ კავკასიაში და ახორციელებს პროგრამებს სურსათის უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური და სოფლის განვითარების მიმართულებით.
ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით პროექტის „ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება ინკლუზიური განვითარების მიდგომების გამოყენებით“ ფარგლებში Action Against Hunger - სამხრეთ კავკასიის მისია აცხადებს ტენდერს შემდეგ ლოტებზე:
- საყოფაცხოვრებო ტექნიკა და IT
- სპორტული აღჭურვილობა
- ხელსაწყოები და აღჭურვილობა
მომწოდებლების შერჩევის ძირითადი კრიტერიები იქნება:
- კონკურენტული ფასი
- სპეციფიკაციებსა და სტანდარტებთან თანხვედრა
- ჩაბარების ვადები
- მასალის ხარისხი
- მასალების სანდო გზით მიწოდება
- ფინანსური სტაბილურობა და კრედიტუნარიანობა
- გადახდის პირობები/მოთხოვნები
- დადასტურებული საქმიანობა და გამოცდილება
- გარანტიის პირობები
ზოგჯერ მითითებული გვაქვს ნივთის ბრენდი. შეგიძლიათ შემოიტანოთ შემოთავაზება ამ ან მრსგავს ნივთზე იდენტური სპეციფიკაციით, შეზღუდვა არ გვაქვს.
Action Against Hunger არ არის ვალდებული შეარჩიოს ყველაზე იაფი შემოთავაზება.
დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ შემოიტანონ შემოთავაზება, როგორც ყველა ასევე ცალკეულ ლოტზე.
დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ შემოიტანონ შემოთავაზება, როგორც ყველა ასევე ცალკეულ ნივთზე.
დასრულებული შემოთავაზებები უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 20.10.2022, 21:00 საათისა (თბილისის დროით) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: procurement@sc.acfspain.org
ფინანსური შემოთავაზება არ უნდა შეიცავდეს დღგ-ს.
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 37400000 სპორტული საქონელი და აღჭურვილობა (ინვენტარი)
დოკუმენტაცია
კიდევ მაქვს შეკითხვა: 94-ე პოზიციაზე გიწერიათ HP LASERJET MFP M141A ეს პრინტერი ხოლო მოდელი 7MD74A მითითებული არის HP LASERJET MFP M141W. რომელი არის მინიმალური მოთხოვნა?
მინიმალური მოთხოვნა არის HP LASERJET MFP M141W
გამარჯობათ. რამოდენიმე შეკითხვა მაქვს IT პროდუქტებთან დაკავშირებით: მე-2 პოზიციაზე პრინტერის წონა 275 კგ თუ 2.75 კგ? და ზუსტად ეს წონა უნდა იყოს თუ ეს მინიმალური წონაა, ჭავლური თუ ლაზერული? 121-ე პოზიციით ელექტროგადამყვანში რა იგულისხმება? (რა უნდა გადაიყვანოს რაში)? მადლობთ
გამარჯობა, მე-2 პოზიციაზე არსებული პრინტერის წონა უნდა იყოს 2.75-ის ფარგლებში, წონა აუცილებელი მახასიათებელი არ არის, ასევე პრინტერი უნდა იყოს ჭავლური. 121-ე პოზიციაზე ელქტროგადამყვანში იგულისხმება დამაგრძელებელი კაბელი, რომელსაც უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამი დამატებითი შესაერთებელი/გამანაწილებელი და სიგრძე მინიმუმ 2 მეტრი.