18 ოქტომბერი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT14956 - ტენდერი საწყობის მშენებლობაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #-EF-GE/599
- დანიშნულება: საწყობის მშენებლობა
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- სააპლიკაციო ფორმა
- ასაშენებელი საწყობის გეგმა
- არსებული საწყობის ფოტოები, რომელზეც უნდა მიშენდეს ახალი.
დაინტერესებულმა პირებმა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - tenders@ge.anadoluefes.com უნდა გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- შევსებული და ხელმოწერილი სატენდერო შემოთავაზება;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- საწყობის მშენებლობა დაგეგმილია მცხეთის რაიონში, სოფ. ნატახტარში, ლუდსახარში ნატახტარის ტერიტორიაზე.
- ახალი საწყობის სტრუქტურა (მასალა, ფანჯრები და ა.შ.) უნდა იყოს იგივე, რაც აქვს არსებულ საწყობს.
- შესრულებული სამუშაო სრულად უნდა ჩაბარდეს 2022 წლის ბოლომდე.
- თანხის გადახდა მოხდება სამუშაოს შესრულებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და შემსრულებლის მიერ ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის თარიღიდან 30 კალენდარულ დღეში;
- იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული, მაშინ ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად.
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 13.10.2022 18:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 18.10.2022 18:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულელ ექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
შესყიდვების დეპარტამენტი: თეკლა ნოზაძე
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები