ჩაბარების ვადა:

28 ივლისი 2014, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T150 - კლინიკისთვის ესკიზური პროექტის მომზადების კონკურსი

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ განხორციელდა კონკურსის მონაცემების განახლება. ცვლილებები შევიდა მიმაგრებული ფაილის დანართ #2-ში.
კონკურსის აღწერილობა:

1.1. კონკურსი ტარდება მრავალპროფილური კლინიკის შენობის დაპროექტებაზე, რომელიც უნდა განთავსდეს დანართში #1 მითითებულ ტერიტორიაზე (მის: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის #16, საკადასტრო კოდი: 01.10.15.022.034)

2. კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია 1.1. პუნქტში მითითებული ტერიტორიისთვის საუკეთესო ესკიზური პროექტის შერჩევა

3. ზოგადი დებულებები

3.1. კონკურსი ღიაა და ანონიმური. მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დიპლომირებულ არქიტექტორს და არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტს.
3.2. კონკურსი ჩაითვლება შემდგარად, თუ საკონკურსოდ წარდგენილი იქნება ხუთი ან მეტი პროექტი.
3.3. კონკურსანტებს შეუძლიათ შეკითხვებით მიმართონ ორგანიზატორებს საკონკურსო თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მიიღონ პასუხები. კითხვებზე პასუხების მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ რეკვიზიტებზე: e-mail: clinic@aversi.ge, ტელ: 2399888

4. კონკურსზე წარსადგენ მასალათა ჩამონათვალი

4.1.თითოეულმა კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
4.1.1. განაცხადი;
4.1.2. ამობეჭდილი პროექტი ვერტიკალურად განთავსებული A2 ზომის მაქსიმუმ ორ ფორმატზე.
4.1.3. კომპაქტურ დისკზე (CD) ჩაწერილი პროექტის ელექტრონული ვერსია PDF ან JPG ფორმატში.
4.1.4. დალუქული კონვერტი, რომელშიც მოთავსდება ინფორმაცია ავტორის შესახებ. ორი ან მეტი ავტორის შემთხვევაში წერილობით უნდა იქნეს წარმოდგენილი მათ შორის პრემიის პროცენტული გადანაწილება. აღნიშნული დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს ავტორების მიერ.
4.1.5. განმარტებითი ბარათი (A4 ზომის ფორმატი, N12 შრიფტი, არაუმეტეს 3 ფურცლისა) ოთხ ეგზემპლარად.
4.1.6. კონკურსზე წარსადგენ ყველა მასალაზე (CD, დალუქული კონვერტი და განმარტებითი ბარათი) მარჯვენა ზედა კუთხეებში აღნიშნული უნდა იყოს დევიზი –არათანმიმდევრული ექვსნიშნა რიცხვი, რომლის ციფრების სიმაღლე ერთი სანტიმეტრის ტოლი იქნება.

5. პროექტის შემადგენლობა

5.1. გენერალური გეგმა მ. 1:500;
5.2. ტიპიური სართულის სქემა(კიბის უჯრედისა და ლიფტების მითითებით) მ. 1:100; 5.3. მინიმუმ ორი ფასადი მ. 1:100.
5.4. პერსპექტიული ჩანახატები ან რენდერები (მინიმუმ ორი);

6. კალენდარი

6.1. კონკურსის გამოცხადდება 2014 წლის 11 ივლისს.
6.2. საკონკურსო მასალები ხელმისაწვდომი იქნება 2014 წლის 11 ივლისიდან.
6.3. საკონკურსო მასალების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 28 ივლისი, 14.00 საათი, მის: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 27/ბ, შპს „ავერსის კლინიკა“.
6.4. პროექტების გამოფენა გაიხსნება ავერსის კლინიკის ნული სართულის კორიდორსა და სააქტო დარბაზში 2014 წლის 29 ივლისს.
6.5. საკონკურსო კომისია იმუშავებს: 2014 წლის 29-30 ივლისს.
6.6. შედეგები გამოცხადდება 2014 წლის 31 ივლისს 12.00 საათზე, ავერსის კლინიკის სააქტო დარბაზში.

7. დისკვალიფიკაცია

7.1. კონკურსის პირობების (წარსადგენი საკონკურსო მასალების შემადგენლობა, ფორმატი და ვადები) დარღვევა წარმოადგენს კონკურსანტის დისკვალიფიკაციის საფუძველს.

8. პრემიები

8.1. კონკურსში გამოვლინდება სამი საუკეთესო ესკიზური პროექტი. 8.2. კონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია:
8.2.1. ერთი I პრემია - 5000 ლარი;
8.2.2. ერთი II პრემია - 3000 ლარი;
8.2.3. ერთი III პრემია - 1000 ლარი.
8.3. ერთი რომელიმე პრემიის გადანაწილება რამოდენიმე პროექტზე დაუშვებელია.
8.4. პუნქტი 8.2.–ში აღნიშნული პრემიის მოცულობები მოიცავს 11.1. პუნქტით გათვალისწინებული პროექტების ღირებულებას, 11.1. პუნქტით გათვალისწინებული ყველა პირობის გათვალისწინებით.

9. საკონკურსო კომისია

9.1. საკონკურსო კომისია დაკომპლექტებულია ორგანიზატორი კომპანიების წარმომადგენელთაგან და არქიტექტორებისგან.
9.2. საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტი:
ა. თავმჯდომარეს, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკონკურსო კომისია.
ბ. საკონკურსო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა.
გ. გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმების უმრავლესობით.
დ. გადაწყვეტილების გამოტანის მსვლელობასა და შედეგს საკონკურსო კომისია აფიქსირებს შესაბამის ოქმში.

10. შეფასების კრიტერიუმები

10.1. შესაბამისობა საკონკურსო პირობებთან.
10.2. ფუნქციური გადაწყვეტა.
10.3. არქიტექტურულ-მხატვრული დონე.
10.4. ორგანული კავშირი გარემოსთან.
10.5. ენერგიადამზოგავი ტექნოლოგიების გამოყენება.

11. კონკურსის შედეგები

11.1. გამარჯვებული პროექტები და მათი ელექტრონული ვერსია (CD) გადადის ერთ–ერთი ორგანიზატორის საკუთრებაში, ასევე ორგანიზატორ(ებ)ზე გადადის პროექტზე ავტორის ქონებრივი უფლებები (მათ შორის, განხორციელების უფლება). აღნიშნულ პროექტ(ებ)ს ორგანიზატორ(ებ)ი გამოიყენებს თავისი შეხედულებისამებრ.
11.2. ის პროექტი, რომელიც ვერ გაიმარჯვებს კონკურსში დაუბრუნდება ავტორს/ავტორებს.

12. დავალება დაპროექტებაზე

12.1. ზოგადი მოთხოვნები:
12.1.1. კონკრეტული ადგილი მითითებულია გენგეგმაზე წრით (ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის #16).
12.1.2. თითოეული სართულის ფართი უნდა იყოს არანაკლებ 1400 კვ.მ.
12.1.3. შენობის საერთო ფართი 34 000 კვ.მ.
12.1.4. მიმდებარე არც ერთი შენობა დანგრევას არ ექვემდებარება.
12.1.5. შენობა განკუთვნილია მრავალპროფილური კლინიკისთვის გადაუდებელი მიღებით (Emergency).
12.1.6. დანახარჯების ოპტიმიზაციის მიზნით შენობა სასურველია დაპროექტდეს რკინა-ბეტონის ან მეტალო- კონსტრუქციის დამახასიათებელი კონსტრუქციული სქემის შესაბამისად;
12.1.7. მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიების, ენერგიადამზოგავი მასალების და შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტების გამოყენება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო პირებს:
ლელა კაკალაშვილი, თამარ ბარამიძე
შპს „ავერსის კლინიკა“
ტელ: 2399888
ელ.ფოსტა: clinic@aversi.ge

გისურვებთ წარმატებებს!

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ