ჩაბარების ვადა:
3 ნოემბერი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT15034 - ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე თურქეთის მიმართულებით
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #EF-GE/611
- დანიშნულება: სატრანსპორტო მომსახურება თურქეთის მიმართულებებზე
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- მიმართულებები და დასაყენებელი მანქანების სავარაუდო წლიური რაოდენობა.
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- სერვისი გაწეული უნდა იქნეს ეტაპობრივად 2023 წლის განმავლობაში, სს ლომისის მოთხოვნის საფუძველზე.
- სატრანსპორტო კომპანიამ მანქანების დაყენება უნდა შეძლოს შეკვეთის მიღებიდან 2-3 დღის ვადაში.
სატენდერო წინადადება (მოთხოვნილი საბუთები დასკანერებული სახით) უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზების მიღება იწყება: 20.10.2022 15:00
- შემოთავაზების მიღება მთავრდება: 03.11.2022 18:00
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
თეკლა ნოზაძე
ლოჯისტიკის დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარი
ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები