1 ნოემბერი 2022, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT15084 - ტენდერი ავტომობილების რეცხვის მომსახურებაზე თბილისის მასშტაბით
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიის შესარჩევ ტენდერს ავტომობილების რეცხვის მომსახურებაზე თბილისის მასშტაბით.
ტენდერში წარსადგენი დოკუმენტაცია:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
- ტენდერში შერჩეული კომპანია ვალდებულია გააქტიურებული ჰქონდეს საბანკო ანგარიში სს “ლიბერთი ბანკი“-ში;
- ავტოსამრეცხაოს ლოკაციები (მისამართები);
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ელექტრონული ბარათებით მომსახურეობის შესაძლებლობა;
- ბართებზე რაოდენობის დარიცხვის შესაძლებლობა;
- დეტალური რეპორტის ამოღება თარიღების მიხედვით;
- ქინწმენდის სერვისი;
- პოლირების სერვისი;
- ძრავის რეცხვის სერვისი;
- განფასებისთვის გთხოვთ იხილოთ ფასების ცხრილი დანართი #1;
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულ კომპანიასთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. ხელშეკრულება დაიდება საუკეთესო ფასის და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება, დანართი #2);
- წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას ტენდერში მონაწილე კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 01 ნოემბერი, 17:00 საათი.
პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი: შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00
ტენდერის კატეგორია:
- 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები