ჩაბარების ვადა:

3 ნოემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T15110 - ტენდერი კვარცით გამდიდრებული ქვიშის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს კვარცით გამდიდრებული ქვიშის შესყიდვაზე დანართ N1-ში მოცემული მოცულობებისა და დანართ N2-ში მოცემული სპეციფიკაციის შესაბამისად.

შენიშვნა: სისტემაში დაფიქსირებული ფასი უნდა იყოს GWP-ის სატუმბო სადგურებში ტრანსპორტირების გათვალისწინებით.

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართებზე: 

  • ქ. თბილისი, შანავას ქ. N14 (ღრმაღელე) – 400 კუბური მეტრი;
  • ქ. თბილისი, გახოკიძის ქ. N163 (სამგორი)- 200 კუბური მეტრი.

საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • მასალის შესყიდვა დანართი N1-ში მოცემული მოცულობებისა და დანართ N2-ში მოცემული სპეციფიკაციის შესაბამისად.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით. ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით ასეთის არსებობის შემთხვევაში, თბილისში შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართზე, ტრანსპორტირების გათვალისწინებით.  

საქონლის მიწოდების ვადა:

  • საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კვირის განმავლობაში წინამდებარე დოკუმენტის 1.1 პუნქტში მითითებულ მისამართებზე და ამავე პუნქტში განსაზღვრული რაოდენობით. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შესასყიდი საქონლის მიწოდება წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. 

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური მასალის მიწოდების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ი და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი  დოკუმენტ(ებ)ი (სასაქონლო ზედდებული/მიღება-ჩაბარება)ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის შესახებ:

  • ტენდერის მსვლელობისას, პრეტენდენტი ვალდებულია უსასყიდლოდ მიაწოდოს შემსყიდველს შემოთავაზებული საქონლის ნიმუში ტესტირებისათვის - 5 კილომდე ოდენობით. პრეტენდენტს შეუძლია რამდენიმე ნიმუშის წარდგენა. 

ნიმუშის იდენტიფიცირება და სატესტოდ ჩაბარება:

  • ნიმუშების მიწოდება მოხდება 
  • მისამართზე: ქ. თბილისი, მედეა ( მზია) ჯუღელის N10;
  • საკონტაქტო პირი: ნინო კობერიძე
  • საკონტაქტო ნომერი: 555 68 93 98
  • ზუსტი მისამართის და ნიმუშის ჩაბარების ზუსტი დროის დასადასტურებლად გთხოვთ დაუკავშირდეთ ნინო კობერიძეს მითითებულ ნომერზე. 

სატესტოდ მიწოდებულ თითოეულ ნიმუშს უნდა მიენიჭოს იდენტიფიცირებისათვის საჭირო დასახელება. ნიმუშებს შეგიძლიათ მიანიჭოთ თქვენთვის სასურველი კოდები, თუმცა სავალდებულოა რომ ეს კოდები ასევე მითითებული იყოს ფასების ცხრილში რომელსაც ტენდერის შედეგებში ატვირთავთ. 

ტესტირება განხორციელდება დანართ N2-ში მითითებული პარამეტრების შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მოწოდებული მასალა არ იქნება მოთხოვნილ სპეციფიკაციასთან შესაბამისი, მას აქვს უფლება ხელმეორედ წარმოადგინოს ნიმუში.

შენიშვნა: ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ მოწოდებული საქონელი აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ტესტირებისთვის წარგენილ ნიმუშებს. აღნუშნული პერიოდულად შემოწმდება შემსყიდველის მიერ და იმ შემთხვევაში, თუ მოწოდებული საქონელი განსხვავებული სპეციფიკაციის იქნება, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებული იქნება ჩაანაცვლოს მოწოდებული საქონლი. 

განსაკუთრებული პირობები:

  • „შემსყიდველი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ლაბორატორიულად შეამოწმოს მასალის ხარისხი. იმ შემთხვევაში, თუ ხარისხი ვერ დააკმაყოფილებს დანართი N2-ით განსაზღვრულ მახასიათებლებს, „შემსყიდველის“ მიერ გაღებულ ლაბორატორიულ ხარჯს, აანაზღაურებს „გამყიდევლი“.
  • იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი  ვერ უზრუნველყოფს შეთანხმებული ხარისხის მასალის მიწოდებას „შემსყიდველი“ უფლებამოსილია დააკისროს მას პირგასამტეხლო 500 ლარი ვალდებულების თითოეული დარღვევისათვის და მოსთხოვს მას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებით „მყიდველისათვის“ ან/და ნებისმიერი მესამე მხარისათვის მიყენებული ზიანის (ზარალის) სრულად ანაზღაურება, ხოლო „გამყიდველი“ ვალდებულია დააკმაყოფილოს ამგვარი მოთხოვნა, მისი მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N2);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • პრეტენდენტი კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • სატენდერო დოკუმენტაციის პირობებზე თანხმობის წერილი დადასტურებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით, თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის შესაბამისად. 
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 3 ნოემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ნინო კობერიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. 10
ელ. ფოსტა: nkoberidzie@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1146); 555 68 93 98

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. 10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145); 599 505 067

ტენდერის კატეგორია:

  • 14200000 ქვიშა და თიხა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    1 ნოემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა