ჩაბარების ვადა:
14 ნოემბერი 2022, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT15147 - ბანკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საექსპერტო შეფასებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ბანკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საექსპერტო შეფასების მიზნით კომპანიის შესარჩევ ტენდერს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ტენდერში წარსადგენი დოკუმენტაცია:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
- ტენდერში შერჩეული კომპანია ვალდებულია გააქტიურებული ჰქონდეს საბანკო ანგარიში სს “ლიბერთი ბანკი“-ში;
- პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების ვადა;
- პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამის სფეროში აკრედიტაციის მოწმობა;
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- შენობის სრული კონსტრუქციული ნაწილის შემოწმება (საძირკველი, გადახურვის ფილები, კედლები, იატაკი და სხვა), რისკების დადგენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის ან ადამიანის დაზიანება და პრობლემების აღმოფხვრის გზების შემოთავაზება;
- შენობის სახურავის დეტალური შემოწმება, დაზიანების დადგენა და პრობლემის აღმოფხვრის გზების შემოთავაზება;
- შენობის გარშემო სრული მდგომარეობის შემოწმება, მათ შორის შენობისთვის არსებული და სამომავლო ხელისშემშლელი გარემოებების დადგენა, რომელმაც შეიძლება მომავალში გამოიწვიოს შენობის: საძირკველის, კედლების და სახურავის დაზიანება (ხეების ზემოქმედება, საძირკველში წყლის მოხვედრის შესაძლებლობა და სხვა), რისკების დადგენა, რომელმაც შესაძლებელია გამიოწვიოს შენობის ან ადამიანის რაიმე ფორმით დაზიანება და პრობლემების აღმოფხვრის გზების შემოთავაზება;
- შენობის შიდა ნაწილში ჭერების მდგომარეობის გადამოწმება, რისკების დადგენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის ან ადამიანის დაზიანება და პრობლემების აღმოფხვრის გზების შემოთავაზება;
- შენობის შიდა და გარე ნაწილში ელექტროობის შემოწმება, რისკების დადგენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის ან ადამიანის დაზიანება, პრობლემების აღმოფხვრის გზების შემოთავაზება
- შენობის შიდა და გარე ნაწილში სანტექნიკური ნაწილის შემოწმება (შიდა/გარე გაყვანილობა), რისკების დადგენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის ან ადამიანის დაზიანება და პრობლემების აღმოფხვრის გზების შემოთავაზება;
- შენობის შიდა/გარე ნაწილში ყველა არსებული თუ სამომავლო რისკის აღმოჩენა, რომელმაც შესაძლებელია გამიწვიოს შენობის ან ადამიანის რაიმე ფორმით დაზიანება, აღმოჩენილი რისკის შეფასება და პრობლემების აღმოფხვრის გზების შემოთავაზება;
- შენიშვნა: დანართი #1-ში წარმოდგენილი უძრავი ქონება უნდა შემოწმდეს ზემოთ მითითებული პირობების შესაბამისად და მომზადდეს დასკვნა;
- ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ გთხოვთ იხილოთ ფასების ცხრილში (დანართი #1);
- ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება და ხელშეკრულება დაიდება საუკეთესო ფასის და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება, დანართი #2);
- წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას ტენდერში მონაწილე კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 14 ნოემბერი, 17:00 საათი.
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
- ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე,
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები