ჩაბარების ვადა:
14 ნოემბერი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT15152 - ფასთა გამოკითხვა ბელაზის ნაწილების გაყიდვაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
Rich Metals Group აცხადებს ფასთა გამოკითხვას ბელაზის ნაწილების გაყიდვაზე.
- გასაყიდი პროდუქციის მოცულობა: დეტალური აღწერა იხილეთ დანართში N2
- კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 14.11.2022, 18:00 საათი.
- კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის შესყიდვას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
- პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- ენა: ქართული/ინგლისური/რუსული
- შემოთავაზებული ფასი
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასწარმოქმნის მექანიზმი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს
ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ. - კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- ფასი;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
- რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
- მდებარეობა - ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი. კომპანია „არემჯის“ საწარმოო ტერიტორია;
- პროდუქციის ადგილზე სანახავად, დაინტერესებულმა მონაწილემ, ვიზიტამდე 1 დღით ადრე უნდა გვაცნობოს ზუსტი დრო და ვიზიტორთა რაოდენობა (პირადობის მოწმობის ასლების გამოგზავნით);
- მყიდველი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებითა და საშუალებებით მოახდინოს „გამყიდველის“ საწარმოო ტერიტორიაზე პროდუქციის დატვირთვა და შემდგომი მისი ტრანსპორტირება;
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა განხორციელდება პროდუქციის გატანამდე და მხოლოდ ღირებულების სრულად გადახდის შესაბამისი საბუთის გამყიდველისათვის წარდგენის შემდეგ მოხდება პროდუქციის გატანა საწარმოო ტერიტორიიდან.
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
- მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
- ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
- კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პროცედურების მართვის სპეციალისტი: ლილე პირველი
Т +995 579 552 051
ტენდერის კატეგორია:
- 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის