ჩაბარების ვადა:

20 ნოემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15198 - ტენდერი ქ. გორში კერამიკისა და ტექსტილის სახელოსნოსნოსთვის ინვენტარის და მასალების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 20 ნოემბერი.

ტენდერის აღწერილობა:

ააიპი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი მიმდინარე პროექტის "ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა" (“Tourism, Heritage and Creativity” (BSB-1130 THC) ფარგლებში, აცხადებს ტენდერს ქ. გორში კერამიკისა და ტექსტილის სახელოსნოსნოსთვის ინვენტარის და მასალების შესყიდვაზე ყველა დაინტერესებულ პირს თუ ორგანიზაციას იწვევს მონაწილეობის მისაღებად. 

წინამდებარე ტენდერი გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ინვენტარის და მასალის შეძენასა და მიწოდებას. 

ინვენტარის ჩამონათვალი: 

  • კერამიკული სახელოსნო: 1.1. თიხის გამოსაწვავი ღუმელი. 

ტექნიკური აღწერა: 

  • რაოდენობა: 1 ცალი
  • 48 დიამეტრი; 57 სიმაღლე
  • Volume: 100 LT.
  • Maximum Temperature: 1200°C 

თიხის ამოსაყვანი ჩარხი
ტექნიკური აღწერა:

  • რაოდენობა: 1 ცალი 
  • Tray Diameter: 25 cm 
  • Clay Carrying Capacity: 15 kg 
  • Engine Power: 180 W 
  • Power Type: 220 V (Single-Phase) 

თიხის სახელოსნოს თაროები
ტექნიკური აღწერა:

  • ხის თაროების მიზანია მზა, სველი თიხის პროდუქციის განთავსება გასაშრობად რაოდენობა: 3 ცალი
    ზომები: 100/25 

თიხაზე სამუშაო მაგიდა
ტექნიკური აღწერა:

  • მაგიდა არის არასტანდარტული შედარებით მაღალი ზომის; აუცილებელია ხის ზედაპირი , რათა გაუძლოს სისველეს და ნესტს
  • რაოდენობა: 1 ცალი
  • ზომები: 120/190 
  • მცირე (მაქსიმუმი 30 სმ) ზომების კერამიკული ნაწარმის დასამზადებლად საჭირო იარაღები. დაერთოს ჩამონათვალი: საწყისი ნაკრები 5 ც; ამოსავლები მაშები; რკინის საჩარხი იარაღები, ხის სტეკები, გასაბრტყელებლები
  • თიხა / ტერაკოტა 2 ტონა, მიწოდება ეტაპობრივად
  • ჭიქური, თეთრი და გამჭვირვალე10-10 კგ. პიგმენტები რაოდენობა: 5 კგ; ჭიქურ ქვედა საღებავები: 30 ცალი 

ტექსტილის სახელოსნო ფარდაგის საქსოვი დაზგა 
ტექნიკური აღწერა 

  • ზომები - 1.5მX1მ 1 ცალი
  • 50სმ X 70სმ - 4 ცალი
  • საკერავი მანქანა
  • დამხმარე ხელსაწყოები: უთო, ხელსაწყოები: მაკრატელი 5 ცალი; ნემსები სხვადასხვა ნაკრები; თექის სადგისი;
  • მასალები: შალის ძაფები ძირითადი ფერები 100 კგ, მულინეს ძაფები ძირითადი ფერები 100 ცალი, ქსოვილი საქარგავი 10 მ, ქსოვილი შიფონი თექისთვის 10 მ, ქსოვილი საქარგავ/საკერავი 50მ. 

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი; 
  • კომპანიას უნდა გააჩნდეს ამ სფეროში მუშაობის მინ. 3 წლიანი გამოცდილება
  • ბიუჯეტი დღგ-ს გარეშე. ბიუჯეტი უნდა მომზადდეს ექსელი-ს ცხრილში. აუცილებელია ყველა ხარჯის ცალ-ცალკე მითითება.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • დამკვეთის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.
  • სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი; 

მიწოდების პირობები: 

  • ტენდერის გამარჯვებულ კომპანიას ევალება ინვენტარის მოწოდება არაუგვიანეს 2022 წლის 20 დეკემბრისა 

ანგარიშსწორების პირობები:

  • სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესყიდვის ობიექტის ადგილზე მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით;
  • ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად ფაქტიურად მიწოდებული მომსახურებისა და წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის მიწოდებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
  • წინასწარი ანგარიშსწორება არ გამოიყენება;
  • ყველა ის ხარჯი, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას. 

შერჩევის კრიტერიუმები:

  • შემოთავაზებების განხილვის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ სატენდერო წინადადებას, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას და წარმოადგენს კონკურენტულ ფასს.
  • ტენდერის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული, რომელთანაც დაიდება ხელშეკრულება. არასრულად წარმოდგენილი სატენდენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად გამოგზავნილი უნდა იქნას შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე natiat@gaccgeorgia.org; mariamk@gaccgeorgia.org არა უგვიანეს 2022 წლის 20 ნოემბრისა 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე; natiat@gaccgeorgia.org; contest@gaccgeorgia.org; mariamk@gaccgeorgia.org ან დაგვირეკოთ ოფისის ტელეფონზე 995 32 2931335 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე. 

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე "ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა" (“Tourism, Heritage and Creativity” (BSB-1130 THC)) პროექტის მიზანია ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის სექტორების ერთმანეთთან დაკავშირება მათი საერთო განვითარების ხელშესაწყობის მიზნით. პროექტის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებები ემსახურება შემოქმედებითი ტურიზმის შემოთავაზებების და კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული კულტურული პროდუქტების დახმარებით ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. THC დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის მხარდაჭერით. 

ტენდერის კატეგორია:

  • 42700000 ქსოვილების, ტანსაცმლისა და ტყავის წარმოების მანქანა-დანადგარები
  • 39100000 ავეჯი
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები