ჩაბარების ვადა:

21 ნოემბერი 2022, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T15207 - ტენდერი თხევადი ქლორ-გაზის (შემდგომში მოხსენიებული როგორც „საქონელი“) შესყიდვის თაობაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 21 ნოემბერი, 17:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) შპს „რუსთავის წყალთან“ (RWC) ერთად (შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული როგორც „შემსყიდველი“) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს თხევადი ქლორ-გაზის (შემდგომში მოხსენიებული როგორც „საქონელი“) შესყიდვის თაობაზე და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერის მიზანია შეირჩეს ერთი ან რამდენიმე კომპანია (შემდგომში მოხსენიებული როგორც „მომწოდებელი“), რომელიც შეძლებს მიაწოდოს „შემსყიდველს“ სასურველი „საქონელი“ ეტაპობრივად, 1 წლის ვადაში, „შემსყიდველის“ მოთხოვნების გათვალისწინებით. შერჩეულ „მომწოდებელთან“ „შემსყიდველი“ გააფორმებს საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულებას (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ხელშეკრულება“).

„საქონლის“ აღწერა: რაოდენობა/მოცულობა:

„საქონელი“ - თხევადი ქლორ გაზი - CL2 

საორიენტაციო წლიური მაქსიმალური ჯამური რაოდენობა * - 410 ტონა, საიდანაც:

  • დაახლოებით 400 ტონის მიწოდება უნდა მოხდეს - .. 1 ტონიანი (მინ 800 კგ-იანი) კონტეინერებით - კონტეინერები უნდა წარმოადგენდესმომწოდებლისსაკუთრებას; 
  • დაახლოებით 10 ტონის მიწოდება უნდა მოხდეს - მინიმუმ 45 კგ-იანი ბალონებით (ბალონების ზომა წინასწარ უნდა შეთანხმდესშემსყიდველთან“ - ბალონები უნდა წარმოადგენდესმომწოდებლისსაკუთრებას.

„მომწოდებელი“ ვალდებულია წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული „საქონლის“ „შემსყიდველისთვის“ მიწოდება უზრუნველყოს საკუთარი კონტეინერებით და ბალონებით.

„შემსყიდველისგან“ შესაბამისი მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, „მომწოდებელს“ უნდა შეეძლოს, გარკვეული რაოდენობის „საქონლის“ მიწოდება განახორციელოს „შემსყიდველის“ საკუთრებაში არსებული ბალონებისა და კონტეინერების გამოყენებით. 

იხილეთ დანართი N1: ქლორ გაზისა და ქლორ გაზის ტარის სპეციფიკაცია

თხევადი ქლორ-გაზი არ უნდა იყოს ირანული, რუსული ან ბელორუსიული წარმოშობის

განფასება:

  • ფასების წარმოდგენა უნდა მოხდეს დღგ-ს და ტრანსპორტირების ჩათვლით დაბა ნატახტარში მდებარე  „შემსყიდველის“ საწყობამდე, თხევადი ქლორ-გაზის კონტეინერებისა და ბალონების უკან დაბრუნების გათვალისწინებით, რომელთა დაბრუნებაც მოხდება ქლორ-გაზის გახარჯვის შემდეგ „მომწოდებლის“ ხარჯებით. 
  • „მომწოდებელმა“ ფასების ვარიანტები უნდა შეიყვანოს ფასების ცხრილში - დანართი N2, მასშივე მოცემული მოთხოვნების შესაბამისად.

იხილეთ დანართი N2: განფასება

„საქონლის“ მიწოდების ადგილი, ფორმა, ვადა და დამატებითი მოთხოვნები:

  • „მომწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს „შემსყიდველისათვის“ „საქონლის“ მიწოდება „ხელშეკრულების“ ხელისმოწერიდან 1 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად, „შემსყიდველის“ მიერ შესაბამისი რაოდენობისა და სპეციფიკაციის „საქონლის“ მოთხოვნის გაკეთებიდან არაუგვიანეს 10-14 კალენდარული დღის ვადაში. „საქონლის“ მიწოდება უნდა მოხდეს „მომწოდებლის“ ხარჯით, „შემსყიდველის“ საწყობამდე - დაბა ნატახტარში, თხევადი ქლორ-გაზის სპეციალიზირებული კონტეინერებით და ბალონებით.
    „საქონლის“ მოთხოვნის პროცედურა და მომწოდებლის პასუხისმგებლობა:
    -„საქონლის“ მიწოდებაზე მოთხოვნა „შემსყიდველის“ მხრიდან გაკეთდება ელ ფოსტის მეშვეობით.
    -„მომწოდებელი“ ვალდებულია „საქონელი“ მიაწოდოს „შემსყიდველს“ მისი მოთხოვნის მიღების თარიღიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.
    -„მომწოდებელი“ ვალდებულია „შემსყიდველისგან“ მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანდეს 5  (ხუთი) კალენდარული დღისა, დაუდასტუროს „შემსყიდველს“ მოთხოვნილი „საქონლის“ მიწოდება დათქმულ ვადაში ან წარუდგინოს „შემსყიდველს“ საქონლის ალტერნატიული წყაროდან მიწოდების შეთავაზება. ალტერნატიული წყაროდან „შემსყიდველისათვის“ „საქონლის“ მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს „შემსყიდველის“ მხრიდან „მომწოდებლისათვის“ პირველი მოთხოვნის დაფიქსირებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარულ დღეს.) ალტერნატიული შეთავაზება უნდა მოიცავდეს საქონელს, რომელიც ტექნიკური სპეციფიკაციებით სრულად შეესაბამება „ხელშეკრულებით“ დადგენილი „საქონელს“. ასევე, სრულად უნდა იყოს დაცული  კონტეინერებისა და ბალონების წინამდებარე ტენდერის დანართი N 1-ით განსაზღვრული მოთხოვნები. ალტერნატიული („მომწოდებლის“ მიერ შეთავაზებული) „საქონლის“ ფასი არ უნდა აღემატებოდეს ფიქსირებულ  ფასს. ალტერნატიული „საქონლის“ „შემსყიდველისათვის“ მიწოდება საჭიროებს „შემსყიდველის“ მიერ შეთავაზების დადასტურებას.
    -„მომწოდებელი“ ვალდებულია, იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებს „შემსყიდველის“ მიერ მოთხოვნილი „საქონლის“ „შემსყიდველისათვის“ მიწოდებას, „შემსყიდველის“ მიერ ელ ფოსტით მიღებული მოთხოვნის დაფიქსირებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში, ალტერნატივის შეთავაზების პარალელურად - „შემსყიდველს“ წარუდგინოს შესაბამილი წერილობითი დასაბუთება/მტკიცებულებები, რომლითაც დამტკიცდება „მოთხოვნილი“ საქონლის „შემსყიდველისათვის“ მიწოდების შეუძლებლობა.
    -იმ შემთხვევაში, თუ „მომწოდებელმა“ ვერ უზრუნველყო „შემსყიდველისათვის“ „საქონლის“ მიწოდება ელ ფოსტაზე მოთხოვნის მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარულ დღეში, „შემსყიდველი“ უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა  და „მიმწოდებელს“ დააკისროს ჯარიმა - 100,000.00 (ასი ათასი) ლარის ოდენობით.
  • „მომწოდებელმა“  „საქონლის“ მიწოდება უნდა განახორციელოს მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ექსპლუატაციისათვის ვარგისი, სერტიფიცირებული თხევადი ქლორ-გაზის ტრანსპორტირება/მოხმარებისათვის განკუთვნილი სპეციალიზირებული, დანომრილი კონტეინერებით და ბალონებით, რომლებიც მას დაუბრუნდება ქლორ-გაზის გახარჯვის შემდეგ.
  • სპეციალიზირებული კონტეინერების და სპეციალიზირებული ბალონების მოცულობა:
    -1 კონტეინერის ტევადობა უნდა იყოს არანაკლებ 800 კგ.
    -1 ბალონის ტევადობა უნდა იყოს არანაკლებ 45 კგ.
  • „მომწოდებელი“ ვალდებულია თხევადი ქლორის ტრანსპორტირება განახორციელოს საერთაშორისო და საქართველოში მოქმედი უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
  • კონტეინერების და ბალონების „მომწოდებლისათვის“ უკან დაბრუნების ორგანიზებას უზრუნველჰყოფს „მომწოდებელი“.
  • „საქონლის“ მიწოდების მომენტისთვის კონტეინერის და/ან ბალონის ექსპლუატაციის ვადა უნდა იყოს არაუმეტეს 5 (ხუთი) წელი. იმ შემთხვევაში, თუ კონტეინერის ან ბალონის ექსპლუატაციის ვადა აღემატება 5 (ხუთი) წელს, „მომწოდებელი“ ვალდებულია „შემსყიდველს წარუდგინოს სრული ინსპექტირების** დამადასტურებელი სერტიფიკატი.  
  • „ხელშეკრულების“ ჯეროვნად შესრულების მიზნით, „მომწოდებელს“ საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს თხევადი ქლორ-გაზის მინიმუმ 80 ცალი სპეცალიზირებული 800 კგ კონტეინერი და მინიმუმ 18 ცალი სპეციალიზირებული 45 კგ-იანი ბალონი***. „ხელშეკრულების“ გაფორმებამდე, „მომწოდებელი“ ვალდებულია „შემსყიდველს“ წარუდგინოს კონტეინერებისა და ბალონების საკუთრებაში ქონის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და „შემსყიდველის“ მხრიდან მისთვის მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, მოახდინოს „შემსყიდველის“ მიერ მათი ინსპექტირების/დათვალიერების უზრუნველყოფა.
  • „მომწოდებელმა“ „საქონლის“ თითოეულ პარტიის მოწოდებისას ინვოისთან და შეფუთვის ფურცელთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
    800 კგ-იანი კონტეინერებისთვის:
    -თითოეული ქლორ-გაზის კონტეინერის და მათი არმატურის (ვენტილების) ტექნიკური პასპორტი;
    -ქლორ-გაზის კონტეინერის დიაგნოსტიკური მონაცემების დოკუმენტი - ჟონვაზე ტესტირების დამადასტურებელი საბუთი (შემოწმების (ტესტების) შედეგები), რომელიც გაცემული უნდა იყოს ქლორ-გაზის ქარხნის მიერ კონტეინერების ქლორ გაზით დატუმბვის შემდეგ

ქლორის გაზის კონტეინერები უნდა შემოწმდეს ყოველი მათი ხელახალი შევსებისას, რათა დადგინდეს, რომ ისინი შესაფერის მდგომარეობაშია „საქონლით” შევსებისა და ტრანსპორტირებისთვის. კონტეინერებში „საქონლის“ ხელახალ ჩატვირთვამდე უნდა ჩატარდეს თითოეული კონტეინერის და მისი ქვემოთ მოყვანილი სათადარიგო ნაწილების დეტალური შემოწმება. თუ ზემოაღნიშნული შემოწმების დროს გამოვლინდა, რომ კონტეინერს ან მის რომელიმე ნაწილს, მათ შორის ფიტინგებს, აქვს გარკვეული დეფექტები და ექვემდებარება შეცვლას, რაც დადგინდება ტესტის უარყოფითი შედეგებით, „მომწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი დეფექტური ნაწილების შეცვლა. ყველა ახალი კონტეინერის ნაწილი/ფიტინგი უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ მოცემულ სტანდარტებს: 

  • Flanges, Washer, Rolling Ring – EN 10025-2;
  • Fusible Plug - EN 12165;
  • Safety muff – DIN 17100;
  • Lifting eyes – EN 10028 2;
  • Nut – EN ISO 898-2;
  • Bolt - EN ISO 989 -1;
  • Valve – EN ISO 10297;
  • Valve Protection Cap, Domed ends, Shell – EN 10028-2;
  • Gas and Liquid flow pipes – DIN 1629;

ქლორ-გაზის კონტეინერის ტექნიკური დიაგნოსტიკის დასკვნა, რომელიც უნდა მოიცავდეს: 

  • ტექნიკური პასპორტით განსაზღვრული საცდელი წნევით ტესტირების დამადასტურებელ სერტიფიკატს (ახლდება 2 წელიწადში ერთხელ);
  • ქლორ გაზის კონტეინერის კედლის სისქის ტესტირების დამადასტურებელ სერტიფიკატს (რენტგენოგრაფია) (ახლდება 2 წელიწადში ერთხელ);
  • ტექნიკური პასპორტით განსაზღვრული მაქსიმალური წნევით გამოცდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ახლდება 5 წელიწადში ერთხელ);
  • MSDS სერტიფიკატი;
  • ქლორ-გაზის ანალიზის სერტიფიკატი.  

ბალონებისთვის:

  • დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ ბალონების მდგომარეობა შეესაბამება BS EN ISO 9809-1:2019 სტანდარტის და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივნისის №151 და N0 150 დადგენილებების მოთხოვნებს.
  • MSDS სერტიფიკატი;  
  • ქლორ-გაზის ანალიზის სერტიფიკატი.  

ქლორ-გაზისათვის:

  • ქლორ-გაზის ანალიზის სერტიფიკატი.
  • MSDS სერტიფიკატი;  

სავალდებულოა რომ „მომწოდებელმა“ თითოეული მოწოდებისას შეძლოს ტესტირების ვალიდურობის დადასტურება შესაბამისი დოკუმენტაციით, ასევე სავალდებულოა რომ ცილინდრზე დატანილი იყოს შესაბამისი მარკირება.

კონტეინერების და ბალონების ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია დანართში N1

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით თითოეულ მიწოდებულ პარტიაზე, (უცხოური ვალუტის შემთხვევაში: გადახდის დღეს არსებული, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად), „საქონლის“ მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • „მომწოდებელს“ საკუთრებაში ან/და სარგებლობაში უნდა გააჩნდეს უსაფრთხო სასაწყობე ფართი თბილისში ან თბილისის შემოგარენში, რომელიც უნდა იყოს დაცული მესამე პირების შეღწევისგან და აღჭურვილი ვიდეო სამეთვალყურეო სისტემით. „მომწოდებელმა“ საწყობში მუდმივად უნდა იქონიოს თხევადი ქოლორ-გაზის ხელუხლებელი მარაგი სულ მცირე 14 კონტეინერის ოდენობით. აღნიშნული მარაგის განახლება უნდა მოხდეს სულ მცირე ერთხელ, ერთი კალენდარული თვის განმავლობაში. ამასთან მომწოდებელი სრულად პასუხისმგებელია სასაწყობე ფართში ქლორ-გაზის კონტეინერების/ბალონების უსაფრთხო განთავსებასა და შენახვაზე. 
  • „მომწოდებელი“ ვალდებულია, რომ „საქონელი“ „შემსყიდველს“ მიაწოდოს მისამართზ'ე: დაბა ნატახტარი, ნატახტრის მიმდებარე ტერიტორია.  „მომწოდებელი“ ვალდებულია, რომ „საქონლის“ ტრანსპორტირება განახორციელოს ტექნიკურად გამართული, ADR სერტიფიცირებული ტრანსპორტით, კერძოდ სატვირთო მანქანებით, რომლებსაც ადვილად ეხსნება ზედა მხარე და შესაძლებლობას იძლევა კონტეინერების/ბალონების ზემოდან გადმოღების. „მომწოდებლის“ მძღოლები უნდა იყვნენ ADR სერტიფიცირებული, გავლილი უნდა ჰქონდეთ შესაბამისი უსაფრთხოების ტრენინგები (ADR ტრენინგი, თხევად ქლორ-გაზთან მოპყრობისა და ტრანსპორტირების უსაფრთხოების წესები), რის დასადასტურებლადაც უნდა შეეძლოთ შესაბამისი სერტიფიკატების წარმოდგენა.  ასევე მძღოლს უნდა, გააჩნდეს ჯანმრთელობის ცნობა გაცემული არაუმეტეს 12 თვით ადრე და საჭიროების/მოთხოვნის შემთხვევაში ასლი წარუდგინოს „შემსყიდველს“. ასევე „მომწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს „საქონლის“ ტრანსპორტირების დროს დასაცავი მაქსიმალური სტანდარტი და ეკიპირება, რომელიც განთავსებული უნდა იყოს „მომწოდებლის“ ან მის მიერ დაქირავებული გადამზიდავის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში, კერძოდ:,
    -ფილტრიანი აირწინაღი (1 ცალი);
    -მაიზოლირებელი სასუნთქი აპარატი (1ცალი);
    -მაიზოლირებელი კოსტიუმი (1 ცალი);
    -ბოტები ქიმიური მედეგობით (1 წყვილი);
    -ქლორის ჟონვის გადასატანი ან პერსონალური ინდიკატორი;
    -პირველადი დახმარების ყუთი, შესაბამისი შიგთავსით;
    -კონტეინერების გადასაბრუნებელი ბერკეტი, შესაბამისი მედეგობით;
    -საშიში ტვირთების გადაზიდვის უფლების დამდასტურებელი სერთიფიკატი (ADR მოწმობა, გაიცემა მძღოლზე);
    -საშიში ტვირთების გადაზიდვის (ADR) მიხედვით განსაზღვრული ინვენტარი (შესაბამისი ტიპის და ზომის ცეცხლმაქრი, ხელის სანათი და სხვა);
    -სატვიროთო ავტომობილი (გადაზიდვის საშუალება) უნდა იყოს დახურული მოძრავი ტენტით და იძლეოდეს ტვირთის ჩატვირთვის/გადმოტვირთვის რამდენიმე ალტერნატიულ შესაძლებლობას, მათ შორის ზემოდან გადმოღების.
    -მძღოლის ავარიულ სიტუაციაში მოქმედების სწავლების დამადასტურებელი სერთიფიკატი;
  • „საქონლის“ „შემსყიდველის“ საკუთრებაში არსებული კონტეინერებით/ბალონებით მიწოდების შემთხვევაში, „მომწოდებელი“ პასუხისმგებლობას იღებს კონტეინერების/ბალონების გამართულ მდგომარეობაში ჩაბარებაზე „შემსყიდველისათვის“.
  • საქონლისტრანსპორტირების ან/და კონტეინერის (ბალონის) „შემსყიდველისან/და ნებისმიერი მესამე პირის საწყობში შენახვის ან/და მოხმარების დროს დამდგარ ნებისმიერი სახის ზიანზე/ზარალზე, თუკი ასეთი ზიანი გამოწვეულია კონტეინერის (ბალონის) გაუმართაობით ან/და შენახვისა და ტრანსპორტირების პირობების დარღვევით, მაშინ როდესაც კონტეინერის (ბალონის) შენახვა ან ტრანსპორტირება ხორციელდებოდამომწოდებლისპასუხისმგებლობის ქვეშ, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრებამომწოდებელს“.
  • საქონლის“ „შემსყიდველისკონტეინერებით/ბალონებით ტრანსპორტირების ან/და ნებისმიერი მესამე პირის საწყობში შენახვის ან/და მოპყრობის დროს დამდგარ ნებისმიერი სახის ზიანზე/ზარალზე, თუკი ასეთი ზიანი გამოწვეულია კონტეინერის (ბალონის) გაუმართაობით ან/და შენახვისა და ტრანსპორტირების პირობების დარღვევით, მაშინ როდესაც კონტეინერის (ბალონის) შენახვა ან ტრანსპორტირება ხორციელდებოდამომწოდებლისპასუხისმგებლობის ქვეშ, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრებამომწოდებელს“.

მოთხოვნა „მომწოდებლის“ გამოცდილების შესახებ:

  • „მომწოდებელს“ უნდა გააჩნდეს მომწოდებლად მუშაობის და/ან ლოგისტიკის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • „მომწოდებელი“ ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია 200,000 ლარის ოდენობით რომელიც  გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში „შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას ცალმხრივად დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ხელშეკრულება.

„მომწოდებლის“ მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი;  (დანართი N2);
  • „საქონლის“ წარმოშობის სერტიფიკატი;
  • „საქონლის“ ანალიზის სერტიფიკატი გაცემული მწარმოებლის მიერ;
  • MSDS სერტიფიკატი;
  • კონტეინერებისა და ბალონების სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატები, ტექნიკური ნახაზები და სრული ინსპექტირების დამადასტურებელი სერტიფიკატები.  
  • „საქონლის“ მწარმოებელი ქარხნის ISO ან (ანალოგი) სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემხვევაში);
  • აკრედიტირებული ორგანოს მიერ გაცემული შემოთავაზებული „საქონლის“ შესაბამისობის სერთიფიკატი;
  • „მომწოდებელის“ სრული რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • რეკომენდაციები პარტნიორი კომპანიებისგან, ვისთანაც ახდენდა მსგავსი პროდუქციის მიწოდებას
  • რეკომენდაცია მწარმოებელი ქარხნიდან
  • წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი ასეთის არსებობის შემთხვევაში
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი

შენიშვნა:

  • ყველა ზემოთხსენებული დოკუმენტი შემოთავაზებასთან ერთად უნდა აიტვირთოს www.tenders.ge-ს ვებგვერდზე. დაუშვებელია შემოთავაზების ელ-ფოსტით გაგზავნა „შემსყიდველთან“.
  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული „მომწოდებლის“ მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • „მომწოდებლის“ მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობები გახდება გასაფორმებელი „ხელშეკრულების“ განუყოფელი ნაწილი. 

სხვა მოთხოვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის „მომწოდებელი“ არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში; 

ფასების წარმოდგენა დასაშვებია ლარში ან დოლარში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).

„მომწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

„შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ტენდერის ყველა მონაწილეს. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული „მომწოდებელს“ მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“იტოვებს უფლებას გადაამოწმოს „მომწოდებლისაგან“ მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია “მომწოდებლის“  ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ „მომწოდებლის“ მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, „მომწოდებელი“ იქნება დისკვალიფიცირებული.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 21 ნოემბერი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი ან დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ქეთევან ჩხიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10 
ელ. ფოსტა: kchkheidze@gwp.ge
ტელ.: +(995 322) 931111 (1114); მობ: +995 595 25 74 58

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145); 

ტენდერის კატეგორია:

  • 76100000 პროფესიონალური მომსახურებები გაზის მრეწველობისათვის
  • 24300000 ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკატები