ჩაბარების ვადა:

19 ნოემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15309 - ტენდერი დაშპონილი MDF-ის პანელით სადარბაზოების მოპირკეთებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი“ აცხადებს ტენდერს დაშპონილი MDF-ის ფილებით საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების მოპირკეთებაზე შემდეგ მისამართზე: თბილისი, მუხრან მაჭავარიანის N6 (საგანგებო სიტუაციების (112) ცენტრალური ოფისის მიმდებარედ).

  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს ლარში ან აშშ დოლარში და უნდა მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ, ტრანსპორტირება, მონტაჟი, შრომითი უსაფრთხოების და საგარანტიო პერიოდში მომსახურების ხარჯები);
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
  • შესრულების ვადები: 2023წ 1 მარტამდე.
  • შესარულებელ სამუშაოს წარმოადგენს საცხოვრებელი მრავალბინიანი კორპუსების გაჯით გალესილი კედლების მოპირკეთება დაშპონილი მერქან-ბოჭკოვანი ( MDF ) ფილებით / ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილში/

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • ანგარიშსწორების პირობები;
  • პროექტის შესრულების დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
  • განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ (აუცილებელია პრეტენდენტს ჰქონდეს ანალოგიური ტიპის სამუშაოების ჩატარების მინიმუმ 3 დადასტურებული და დასრულებული პროექტი ბოლო 2 წლის განმავლობაში);
  • შესრულებული პროექტების ესკიზების და რეალური ფოტო მასალა;
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 19 ნოემბერი, 18:00 სთ;
  • სატენდერო წინადადებები მიიღება ქვევით მითითებულ ელ-ფოსტაზე: porchkhidze.nikolozi@gmail.com

ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ფორჩხიძე
ტელ: +995 557117111
ელ. ფოსტა: porchkhidze.nikolozi@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები