ჩაბარების ვადა:

27 ნოემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15339 - ტენდერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

პროექტი "ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა" მიზნად ისახავს ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სექტორების ურთიერთაკვშირის გაძლიერებას. პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ტურიზმისა და კულტურის სფეროში თვითდასაქმებული პირები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე სფეროში მოღვაწე საგანმანათლებლო, არამომგებიანი და სხვა ტიპის ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ სურვილი განავითარონ შემოქმედებითი ტურიზმის პროდუქტები. 

პროექტის ფარგლებში განხორციელდა კვლევის, უნარების განვითარების, ცნობიერების ამაღლების და სხვა ტიპის ღონისძიებები. წინამდებარე შესყიდვა წარმოადგენს პროექტის ერთ-ერთი ძირითადი აქტივობის - კულტურული მემკვიდრეობის საფუძველზე შემოქმედებითი ტურიზმის და კულტურული პროდუქტის შექმნის იდეების კონკურსის კომპონენტს. 

შესყიდვა აერთიანებს სამ ელემენტს:

  • 9 გამარჯვებული იდეის/პროექტის მატერიალური უზრუნველყოფა აუცილებელი მასალებით;
  • შემოქმედებითი ტურიზმის პროდუქტების ნომინაციაში გამარჯვებული 6 იდეის/პროექტის განხორციელების მენტორული ზედამხედველობა - ჯამში 60 დღე; ( 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის მაისის პერიოდში)
  • კულტურულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ინოვაციური კულტურული პროდუქტის ნომინაციაში გამარჯვებული 3 იდეის/პროექტის განხორციელების მენტორული ზედამხედველობა - ჯამში 60 დღე. ( 2022 წლის დეკემბერი -2023 წლის მაისის პერიოდში) 

იდეები/პროექტების მატერიალური უზრუნველყოფა აუცილებელი მასალებით გულისხმობს როგორც ნედლეულის და მცირე იარაღების შეძენას, ასევე სარეკლამო მასალების დამზადებას. დეტალურად პროექტების საჭიროებები იხილეთ ცხრილში.
მენტორული ზედამხედველობა გულისხმობს პროექტების განხორციელების ლოკაციების გაცნობას, ბენეფიციარებისთვის პროფესიული კონსულტაციების გაწევას და მათ მიერ წარმოდგენილი იდეების განხორციელებაში აქტიურ ჩართულობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას პროდუქტის მაღალი ხარისხი.

მომსახურების გაწევის ვადა: 2022 წლის 20 ნოემბრიდან 2023 წლის 31 მაისი

ტენდერში წინადადებების შემოტანა შეუძლია როგორც ინდივიდუალურ პირს, ექსპერტთა ჯგუფს ისე ორგანიზაციას. დაინტერესებულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს კულტურულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით შემოქმედებითი ტურიზმის, ასევე კულტურული პროდუქტის შექმნის პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილება. ასევე პროექტების განხორციელებისთვის აუცილებელი მასალების/მომსახურებების შეძენისთვის საჭირო ადმინისტრაციული რესურსი. 

წარსადგენი დოკემენტები:

  • CV (ორგანიზაციის შემთხვევაში: ორგანიზაციის და/ან მისი თანამშრომლების გამოცდილება); 
  • განხორციელების გეგმა და სტრატეგია;
  • შეთავაზების ღირებულება რომელიც აერთიანებს შესყიდვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს;

გამარჯვებულის გამოვლენა:
გამარჯვებული გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • ფასი
  • განხორციელების გეგმის და სტრატეგიის მოქნილობა და ხარისხი;
  • გამოცდილება

დამატებითი ინფორმაცია:

  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება; 
  • ტენდერში მონაწილეები ინფორმირებული იქნებიან ტენდერის შედეგების შესახებ; 

სატენდერო წინადადება უნდა გამოიგზავნოს შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: mariamk@gaccgeorgia.org; natiat@gaccgeorgia.org.
გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2022 წლის 27 ნოემბერი

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ-
ფოსტაზე: mariamk@gaccgeorgia.org; natiat@gaccgeorgia.org; ან დაგვირეკოთ ოფისის ტელეფონზე 995 32 2931335 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე 

ტენდერის კატეგორია:

  • 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები