ჩაბარების ვადა:

1 დეკემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T15395 - ტენდერი ავტომატური (ბუსტერული) ტიპის ტუმბო აგრეგატ(ებ)ის შესყიდვაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 29 ნოემბერი 2022 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ავტომატური (ბუსტერული) ტიპის ტუმბო აგრეგატ(ებ)ის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:
ავტომატური (ბუსტერული) ტიპის  ტუმბო აგრეგატი (2+1) – 1 ერთეული:

  • წარმადობა Q=15 მ3/სთ
  • აწევის სიმაღლე H=50 მ
  • N=7.5 კვტ

განსაკუთრებული მოთხოვნა: ავტომატური (ბუსტერული) ტიპის  ტუმბო აგრეგატის უნდა შეიცავდეს შემდეგ მაკომპლექტებლებს:

  • ავტომატური მართვის კარადა
    -სიხშირული რეგულატორი
    -მშრალი სვლისგან დაცვის რელე
    -მიწასთან მოკლე შერთვის დაცვის რელე
    -ფაზის დაკარგვისგან დაცვის რელე
  • Q=7.5მ³/სთ;  H=50 მ
  • Q=7.5მ³/სთ;  H=50 მ
  • Q=7.5მ³/სთ;  H=50 მ
  • დამწნეხი კოლექტორი
  • შემწოვი კოლექტორი
  • კოლექტორის დამხშობი
  • მანომეტრი და წნევის სენსორი დამწნეხ კოლექტორზე
  • მანომეტრი და წნევის სენსორი შემწოვ კოლექტორზე
  • გამაფართოვებელი ავზი 200 ლ
  • ურდული ტუმბოს დამწნეხზე
  • უკუსარქველი ტუმბოს დამწნეხზე
  • ტუმბო აგრეგატის დგარი

ავტომატური (ბუსტერული) ტიპის  ტუმბო აგრეგატი (5+1) – 1 ერთეული:

  • წარმადობა Q=500 მ3/სთ
  • აწევის სიმაღლე H=70 მ
  • N=180 კვტ

განსაკუთრებული მოთხოვნა: ავტომატური (ბუსტერული) ტიპის  ტუმბო აგრეგატის უნდა შეიცავდეს შემდეგ მაკომპლექტებლებს:

  • ავტომატური მართვის კარადა
    -სიხშირული რეგულატორი
    -მშრალი სვლისგან დაცვის რელე
    -მიწასთან მოკლე შერთვის დაცვის რელე
    -ფაზის დაკარგვისგან დაცვის რელე
  • Q=100მ³/სთ;  H=70 მ
  • Q=100მ³/სთ;  H=70 მ
  • Q=100მ³/სთ;  H=70 მ
  • Q=100მ³/სთ;  H=70 მ
  • Q=100მ³/სთ;  H=70 მ
  • Q=100მ³/სთ;  H=70 მ
  • დამწნეხი კოლექტორი
  • შემწოვი კოლექტორი
  • კოლექტორის დამხშობი
  • მანომეტრი და წნევის სენსორი დამწნეხ კოლექტორზე
  • მანომეტრი და წნევის სენსორი შემწოვ კოლექტორზე
  • გამაფართოვებელი ავზი 100 ლ
  • ურდული ტუმბოს დამწნეხზე
  • უკუსარქველი ტუმბოს დამწნეხზე
  • ტუმბო აგრეგატის დგარი

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

საქონლის მიწოდების დრო და ადგილი:

  • მიწოდების დრო: ავანსის ჩარიცხვიდან 210 დღე
  • მიწოდების ადგილი: თბილისი, წყალსადენის ქ. N7

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

  • საგარანტიო ვალდებულება: მხარეების მიერ მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 24 (ოცდაოთხი) თვე

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური პროდუქციის იმპორტის გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
  • მწარმოებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტის წარმოების მინიმუმ 10 წლიანი უწყვეტი გამოცდილება და სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატები.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. 
  • მომწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ავანსი არა უმეტეს 70%-სა, მხოლოდ საბანკო გარანტიის წარდგენის საფუძველზე

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად) განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს საქონელზე მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტაცია/სერტიფიკატი,
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

სხვა მოთხოვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ელექტრონულ ფოსტაზე: vtsiklauri@gwp.ge

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 1 დეკემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ვანო წიკლაური
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: vtsiklauri@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1148); 577 73 66 44

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145);

ტენდერის კატეგორია:

  • 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    29 ნოემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა