ჩაბარების ვადა:

8 დეკემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

უარყოფილი

E
ელ. ტენდერი
T15429 - ტენდერი წერეთლის გამზირის მაგისტრალური მილების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 6 დეკემბერი 2022 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 8 დეკემბერი 2022 დრო 18:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 1 ლოტად შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე:

  • წერეთლის გამზირის მაგისტრალური მილების შესყიდვა

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა: 
ტექნიკური დავალება:

  • შემოთავაზებულ მილებს აუცილებლად უნდა ქონდეს გარე და შიდა იზოლაცია
  • შემოთვაზებული შიდა იზოლაცია უნდა იყოს ერთერთი ქვემოთ ჩამოთვლილთაგანი,
    - Liquid applied epoxy;
    - Fusion Bonded Epoxies;
    - Polyurethane;
  • მომწოდებელმა ერთეულის ფასში უნდა გაითვალისწინოს ხარისხის კონტროლის კომპანიის დაქირავება (შ.პ.ს ბიურო ვერიტას ჯორჯია ან SGS). რომელმაც უნდა გააკონტროლოს/შეამოწმოს და დოკუმენტალურად დაადასტუროს შემდეგი პუნქტები:
    - პროდუქციის წარმოების შესაბამისობა სტანდარტებთან
    - ნედლეულის შესაბამისობა სტანდარტებთან
    - მასალის, იზოლაციის ხარისხი და მისი შესაბამისობა სასმელი წყლისთვის დადგენილ სტანდარტებთან
    - კედლის სისქე
    - ყოველი მილის სიგრძე
    - შედუღების ტესტირება სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით
    - წნევის ტესტირება (მოთხოვნილთნ შესაბამისობა)
    - შემოთავაზებული მილების წნევები უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნილს პოზიციების მიხედვით
    - წარმოების, ტრანსპორტირების და მოწოდების გრაფიკის შესაბამისობა ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ შეთანხმებულ პირობებთან
    - ტრანსპორტირებამდე ყველა საჭირო დოკუმენტაციის წინასწარი გადამოწმება
  • შეთანხმებული მოწოდების გრაფიკის დაცვა აუცილებელი პირობაა - გრაფიკის ყოველი დარღვევა განისაზღვრება ერთჯერადი ჯარიმით 100 000 ლარი (ყოველ დარღვევაზე), ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმას დაემატება 10 000 ლარი.
  • MSF სერტიფიკატის ქონა სავალდებულოა
  • სავალდებულოა MILL TEST CERTIFICATE
  • პროდუქციაზე უნდა ვრცელდებოდეს მინიმუ  40 წლიანი გარანტია
  • 20% ავანსი გაიცემა საბანკო გარანტიის საფუძველზე (ავანსის გაზრდა შესაძლებელია, თუ ხარისხის კონტროლის კომპანია დაადასტურებს ანავსის გაზრდის რაციონალურობას, ეტაპობრივი მოწოდებების შესაბამისად).
  • მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია 5 პროცენტი (საბანკო გარანტია უნდა იყოს გაცემული საქართველოს მიერ ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და ძალაში უნდა იყოს არანაკლებ სამუშაოების დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
  • მომწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულება გააფორმოს GWP-ის მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულების დრაფტის მიხედვით
  • ტრანსპორტირება EX-work ან თბილისი ტაბახმელა ან თბილისი ნატახტარი ან თბილისი თელეთი შავნაბადას მონასტრის მიმდებარე ტერიტორია.

რაოდენობა და სპეციფიკაცია მითითებულია დანართი N1-ში

შენიშვნა:

  • დანართი N1-ში - მოწოდებული ფოლადის მილების ზომები არის გარე დიამეტრები
  • რაოდენობა შეგიძლიათ დაამრგვალოთ თითოეული პოზიციისთვის ოღონდ არა მეტობით.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მიწოდების ადგილი: 
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - ის საწყობი, ფექირების N14

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების გაწევიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან    30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ საავანსო გარანტია, რომელიც გაცემული იქნება საქართველოს მიერ ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი;
  • გამოყენებული მასალებზე ინფორმაცია შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ხარისხის სერთიფიკატები.
  • მასალაზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია, კომპანიები რომლებიც შემოგვთავაზებენ 40 ზე მეტ წლიან გარანტიას პრიორიტეტი მიენიწება შერჩევის დროს
  • აკრედიტირებული საერთაშორისო საექსპერტო კომპანიის ექსპერტები (SGS, ბიურო ვერიტასის და ა.შ) დაესწრებიან წარმოების პროცესს, დატვირთვებს, შეამოწმებენ მომწოდებლის ლაბორატორიას და მასალიდან აიღებენ სიჯებს, შესაბამისად მომწოდებელი ვალდებულია დაუშვას აღნიშნული ექსპერტები თავის საწარმოში და არ შეაფერხოს შემოწმების პროცედურები.
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ხარისხის სერტიფიკატები იმ ქყვეყნის შესაბამისი სადაც მოხდება მასალის წარმოება (ANSI,ASME,ASTM,API, MSS ,ISO,EN,DIN,UNI, BS, ГОСТ, GB, TSEN), თუმცა EN სტანდარტი სავალდებულოა ქონდეს პროდუქციას.
  • მომწოდებელმა ხელი უნდა მოაწეროს კონტრაქტორის მართვის გეგმას.
  • წინადადების ვადა 60 დღე

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
  • თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში შეუძლია შემოთავაზება გადმოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვებით, რომელიც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის საკონტაქტო ინფორმაციაში.
  • ასევე თუ შეიქმნა რაიმე ტექნიკური ხარვეზი, რაც შეაფერხებს საიტზე საბუთების ატვირთვას, პრეტენდენტს შეუძლია წინადადება გადმოაგზავნოს აღნიშნულ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. აქვე ავღნიშნავთ რომ წინადადების მოწოდება ელექტრონული ფოსტით უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 8 დეკემბრისს 18:00 -მდე.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება  წინამდებარე ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების პროექტის და სატენდერო წინადადების შესაბამისად.

სხვა მოთხოვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)  არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 8 დეკემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 595 22 66 94

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141);  599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
შეკითხვები
მიმწოდებელი 2

როდის გახდება ცნობილი ტენდერის ოფიციალური შედეგები? იქნება თუ არა ტენდერის სხვა ეტაპი? ან ყველა პრეტენდენტს შორის დღეს მოცემული მინიმალური ფასი იქნება გამარჯვებული?

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ

საბუთების განხილვას დაჭირდება 2 კვირა

მიმწოდებელი 2

"стал 20" ფოლადის კლასი თავდაპირველად მოითხოვეთ თქვენ მიერ. საკმარისია თუ არა "S235JR" ფოლადის ხარისხი ამ პროექტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თუ მოვამზადოთ შეთავაზება "S355JR" ფოლადის კლასის მიხედვით ყველა ელემენტისთვის?

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ

S235JR საკმარისია თუმცა შეგიძლიათ ორივე ცალცალკე შემოთავაზებად მოგვცეთ

მიმწოდებელი 2

ელექტრონული ხელმოწერის შესახებ ჩვენს კითხვაზე თქვენი წინა პასუხის მიხედვით, ჩვენ ვაპირებთ, რომ ელექტრონული ხელმოწერის ნაცვლად, დოკუმენტებზე ცოცხალი ხელმოწერა გამოვიყენოთ. პრობლემას ხომ არ შეუქმნის დოკუმენტების ცოცხალი ხელმოწერით ელექტრონული ფოსტით წარდგენა?

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ

არა არ იქნება პრობლემა

მიმწოდებელი 2

აქვს თუ არა GWP-ს რაიმე კონკრეტული ფორმატი სასურველი დოკუმენტებისთვის „თანხმობა ტენდერის პირობებზე“ და „კონტრაქტორის მართვის გეგმა“?

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ

თავად სატენდერო დოკუმენტს მოაწერეთ ხელი

მიმწოდებელი 2

შეგიძლიათ ამიხსნათ რას ნიშნავს "MSF სერთიფიკატი"?

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ

წარმოადგინეთ ყველა სერტიფიკატი რაც გააჩნია თქვენს მიერ შემოთვაზებულ პროდუქციას

მიმწოდებელი 2

Ძვირფასო სერ ან მადამ, სატენდერო აღწერილობაში ნათქვამია; „პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია უნდა დადასტურდეს უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული ბეჭდით“. მიღებულია თუ არა ელექტრონული ხელმოწერა თურქეთში, თუ უნდა იყოს ელექტრონული ხელმოწერა ევროკავშირისთვის?

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ

უცხოური საწარმოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა იყოს დამოწმებული ცოცხალი ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით არა არის სავალდებულო ელექტრონული შტამი

მიმწოდებელი 2

წარსადგენი დოკუმენტები უნდა იყოს ინგლისურ ენაზე? თუ ქართულად? ----- რაც შეეხება ქვემოთ მოცემულ სტატიას; „7. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ხარისხის სერთიფიკატები, რომლებიც შეესაბამება იმ ქვეყანას, სადაც მოხდება მასალის წარმოება (ANSI, ASME, ASTM, API, MSS, ISO, EN, DIN, UNI, BS, GOST, GB, და TSEN), თუმცა. EN სტანდარტი სავალდებულოა პროდუქტებისთვის." ავტვირთოთ ყველა სერთიფიკატი, რომელიც გვაქვს ANSI, ASME, ASTM, API, MSS, ISO, EN, DIN, UNI, BS, GOST, GB და TSEN შორის? ----- წარსადგენი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს თუ არა ნოტარიუსის მიერ?

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ

1. წარსადგენი დოკუემნტები შეგიძლიათ წარადგინოთ ან ინგლისურად ან ქართულად 2. კი ატვირთეთ ყველა სერტიფიკატი რაც გაქვთ 3. არა ნოტარიული დამოწმება არ არის საჭირო

მიმწოდებელი 2

Ძვირფასო სერ ან მადამ, შეგიძლიათ ამიხსნათ მილების გამოყენება თემატური პროექტისთვის? მილები სამშენებლო მიზნებისთვისაა, თუ წყალსადენის? იმის გამო, რომ ჩვენ ვაწარმოებთ მხოლოდ HSAW მილებს, გთხოვთ, დაადასტუროთ, შეესაბამება თუ არა EN10224 წარმოების სტანდარტი თემატურ პროექტს? გირჩევნიათ მილის კონკრეტული სიგრძე მილებისთვის, თუ არის "13 მეტრი (+/- 0,5 მეტრი ტოლერანტობა)" მილის შესაბამისი სიგრძე თემატური პროექტისთვის? მილის ბოლოები დახრილი იყოს თუ უბრალო მოჭრილი? როგორი უნდა იყოს თხევადი ეპოქსიდური და/ან პოლიურეთანის შიდა იზოლაციის გამოყენების სტანდარტი? როდის აპირებს პროექტის დაწყებას და რა არის მილების მიწოდების სავარაუდო თარიღი?

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ

1. მილები არის სასმელი წყლისთვის 2. მილების სტანდარტები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში 3. მილის სიგღზე უნდა იყოს 12 მეტრი ( +/- 0.5 მეტრი) 4. მილის ბოლოები უნდა იყოს დახრილი 5. შიდა იზოლაციის ტიპები მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციაში 6 პროექტი დაიწყება 4 თვეში

მიმწოდებელი 1

გმადლობთ ოპერატიული და ამომწურავი პასუხებისთვის

მიმწოდებელი 1

სატენდერო დოკუმენტაციაში სხვადასხვა ადგილას მითითებულია სხვადასხვა მიწოდების ადგილი ასევე არ ჩანს ვის არის პასუხისმგებელი და ვისი ხარჯია მიწოდებული მილების ჩამოცლა დასაწყობება.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ

შემოგვთვაზეთ ფასი იმ ლოკაციამდე მოტანით რომელიც თქვენ გაწყობთ ჩამოცლა ჩვენი ხარჯია

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ

შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ მოწოდება ჩამოთვლილთაგან ნებისმიერზე, შეგიძლიათ აირჩიოთ ან ყველაზე მოგვცეთ ფასი ლოკაციიდან გამომდინარე. თუ ტრანსპორტირების ღირებულება შედის საფასურში რასაკვირველია ჩამოცლა მომწოდებლის ვალდებულებაა

მიმწოდებელი 1

დანართი #1 ხარჯთაღრიცხაში ჩამოთვლილია მხოლოდ სპირალურშოვიანი მილები მაშის რატომ არის Standards of production-ის ფაილში მოცემული სხვა სახის დამზადების სტანდარტები (უშოვო,სწორშოვიანი)

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ

შეგიძლიათ შემოგვთვაზოთ ის სახეობა რაც გაქვთ, არ ვზღუდავთ მომწოდებელს

მიმწოდებელი 1

სატენდერო დოკუმენტაცია მოითხოვს რომ ერთეულის ფასები ითვალისწინებდეს ხარისხის კონტროლის კომპანიის დაქირავების ხარჯებს ,თუ შეიძლება დააზუსტეთ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კომპანიები უნდა დაიქირაოს მიმწოდებელმა ჩვენ თუ თუ შემსყიდველმა ანუ GWP-მ და მოგვეცით მათი კორდინათები ან მათ მიერ გასაწევი მომსახურების ღირებულება რაც უნდა იქნეს გათვალისწინებული ერთეულ ფასებში

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ

კი ხარისხის კონტროლის კომპანიები უნდა დაიქირაოს მომწოდებელმა, თავად უნდა დაუკავშირდეს.