ჩაბარების ვადა:

2 დეკემბერი 2022, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T15470 - ტენდერი პოლიპროპილენის მასალების, თითბერის მასალების, პოლიეთილენის მექანიკური ქუროების და ჭანჭიკებიანი ქუროების 6 თვის მარაგის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ფაილი - დანართი 1 ლოტი 1.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ატარებს ელექტრონულ ტენდერს პოლიპროპილენის მასალების, თითბერის მასალების, პოლიეთილენის მექანიკური ქუროების და ჭანჭიკებიანი ქუროების შესასყიდად. ელექტრონული ტენდერის მიზანია შეირჩეს ერთი ან რამოდენიმე მომწოდებელი, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონლის მოწოდებას კომპანიის მოთხოვნების გათვალისწინებით. 

ელექტრონული ტენდერი ტარდება 1 (ერთი) ლოტად:

  • ლოტი N1: პოლიპროპილენის მასალები, თითბერის მასალები, პოლიეთილენის მექანიკური ქუროები, ჭანჭიკებიანი ქუროები;

ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N1-ში მითითებული პოზიციების მიხედვით. 

განფასების მიწოდების საბოლოო ვადაა - 2022 წლის 2 დეკემბერი, 15:00 საათი
განფასების წარმოდგენის ფორმა: ქართულ ენაზე, ელექტრონული ფორმით (თითო ეგზემპლარი)
განფასება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge

ხელშეკრულების ტიპი:

  • ხელშეკრულება იქნება სრულ, ფიქსირებულ თანხაზე. 

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან.

განმარტებებზე პასუხი ყველა მონაწილეს გაეგზავნება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შესაბამისად ყველა მონაწილეს უნდა გააჩნდეს მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც შემოწმდება რეგულარულად.

ტექნიკური დოკუმენტაცია:
განფასების/შემოთავაზების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ შესასყიდ საქონელთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი განფასება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული მასალების მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ 1 თვეს.

პრეტენდენტს (მიმწოდებელი) უნდა გააჩნდეს ბოლო 5 წელიწადში მსგავსი საქონლის მიწოდების არანაკლებ 5 შემთხვევა. 

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ფაქტიურად სრულად ან ეტაპობრივად მიწოდებული საქონლის შესაბამისად მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა N2-ის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადახდო დოკუმენტაციის წარდგენიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. 

ნებისმიერი შეკითხვა უნდა იყოს წერილობითი/ელექტრონული. შეკითხვის ავტორმა კომპანიის დასახელებასთან, თავის სახელთან და თანამდებობასთან ერთად აუცილებლად უნდა მიუთითოს კონკურსის ნომერი. 

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს კონკურსის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, რასაც დროულად აცნობებს კონკურსის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს კონკურსი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღბული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

ანგარიშწორებისა და თანამშრომლობის პირობები:

  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ფაქტიურად სრულად ან ეტაპობრივად მიწოდებული საქონლის შესაბამისად მიღება-ჩაბარების აქტის ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადახდო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. ანგარიშსწორების სასურველი ვადა განისაზღვრება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით. 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კონკურსის დასახელება (კომპანიის მოკლე წარდგენა, ნომერი);
  • განფასება (უნდა შეივსოს წარმოდგენილი ორივედანართი 1“),, რომელიც უნდა მოიცავდეს შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, მოწოდების ვადას, ბრენდს, მწარმოებელ ქვეყანას, სერტიფიკატებს და გადახდის პირობას, ;
  • კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ანალოგიური  საქონლის მიწოდების გამოცდილება;

შესყიდვების ობიექტის ნიმუში (მხოლოდ უნდა წარმოადგინოთ ჭანჭიკებიანი ქუროს და მილტუჩა პოლ. ადაპტორის შემთხვევაში):

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი ვალდებულია წინადადებასთან ერთად წარმოადგინოს დანართ N1-ში მითითებული ჭანჭიკებიანი ქუროს და მილტუჩა პოლ. ადაპტორის ნიმუში მისამართზე . თბილისი, წყალსადენის . #7. ნიმუში პრეტენდენტს ტენდერის დასრულების შემდგომ დაუბრუნდება.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიებთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 2 დეკემბერი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: გიორგი ასათიანი
მის.: ქ.თბილისი მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: giasatiani@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 597 720 079

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ.თბილისი მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145)

ტენდერის კატეგორია:

  • 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
  • 19500000 რეზინისა და პლასტმასის მასალები
  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    1 დეკემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა