6 დეკემბერი 2022, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT15475 - ტენდერი კახარეთი ჰესის საკუთარი მოხმარების გ1 ჰიდროგენერატორის სტატორის შეკეთებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაცია“ აცხადებს ტენდერს კახარეთი ჰესის საკუთარი მოხმარების გ1 ჰიდროგენერატორის სტატორის შეკეთებაზე.
- 29/11-GIEC-S/hydraulic turbine generator-22
სამუშაოს დასახელება:
- კახარეთი ჰესის საკუთარი მოხმარების გ1 ჰიდროგენერატორის სტატორის შეკეთება მომწოდებლის მასალით.
ჰიდრო გენერატორის პარამეტრები: 6,3 კვ. 1300 კვა, 500 ბრ/წთ.
ჰიდრო გენერატორის სტატორის დაზიანება:
- დაზიანებულია სტატორის გრაგნილის ორი ფაზის, ხვიები.
- ხვიათაშორისი იზოლაცია გარღვეულია.
- შემცირებულია იზოლაცია კორპუსთან.
მესამე ფაზის მახასიათებლები დამაკმაყოფილებელია.
გაზომვის შედეგები თან ერთვის დანართი 1-ის სახით.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
შესაცვლელია ორი ფაზის 2-2 სექციის იზოლაციები რისთვისაც საჭიროა შემდეგი:
- გამოირთოს საგენერატორო გამთიშველი. დაედოს დამიწება.
- გადაიხსნას გენერატორის ძალოვანი და მეორადი კაბელები.
- მოიხსნას გენერატორის შუბლა ნაწილების დამცავი ფარები.
- ჩაიხსნას გენერატორის როტორი ტურბინიდან.
- გამოღოს გენერატორის როტორი და განთავსდეს სადგამზე.
- გაიწმინდოს გენერატორის სტატორი და ხვიები.
- გადაიხსნას დაზიანებულ სექციები ძირითადი ხვიიდან.
- ამოღებული იქნას კილოებში საბრჯენი შემამჭიდროვებლები.
- ამოიღოს დაზიანებული სექციები.
- განხორციელდეს მასზე დაზიანებული იზოლაციის ფენის მოცილება.
- გასუფთავდეს და დაედოს ახალი საიზოლაციო ფენები.
- გამოიცადოს თითოეული სექცია მაღალი ძაბვით. ტექნიკური პირობის მიხედვით.
- ჩაიდოს სექციები სტატორის კილებში და შემჭიდროვდეს.
- განხორციელდეს მიბმა ძირითად ხვიებზე.
- დაედოს შესაბამისი საიზოლაციო ფენები.
- გამოიცადოს სტატორის ხვიები ტექნიკური პირობის მიხედვით მაღალი ძაბვით და გაიზომოს საიზოლაციო მახასიათებლები.
- იმ შემთხვევაში თუ კიდევ აღმოჩნდება დაზიანებული უბნები, მიკრობზარების სახით. აუცილებნლად ჩაუტარდეს ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით მითითებული პროცედურები. სტატორის სრული ფიზიკური და ელექტროტექნიკური მდგომარეობის აღდგენამდე.
- ჩაიდგას გენერატორში როტორი და აიწყოს შესაბამისი თანმიმდევრობით.
- გაიზომოს გენერატორის ელექტროტექნიკური მახასიათებლები, ტექნიკური პირობის მიხედვით.
- აღდგეს გენერატორის ძალოვანი და მეორადი წრედები.
- ჩაირთოს გენერატორი და გამოიცადოს თავისუფალი სვლის მახასიათებელზე, ძაბვის ქვეშ.
- ჩაირთოს გენერატორი სისტემაში და დაიტვირთოს ეტაპობრივად, ტექნიკური პირობების შესაბამისად.
- წარმატებული გამოცდის შემთხვევაში ჩაირთოს გენერატორი 72 საათიან დატვირთვის რეჟიმში, სრულ დატვირთვაზე.
სამუშაოს შესრულების ადგილი:
- ადიგენის რაიონი, სოფელი კახარეთი.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
შენიშვნა: დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.
წინადადება უნდა მოიცავდეს:
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.
შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 29/11-GIEC-S/hydraulic turbine generator-22 წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 6 დეკემბერი, 17:00 საათი
საკონტაქტო პირი:
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59;
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ილია კამკამიძე
საკონტაქტო ნომერი: 598760796.
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები