
12 დეკემბერი 2022, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T15518 - ტენდერი შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს კუთვნილ ტერიტორიაზე, მდებარე ყაზბეგის რაიონში, სოფ. სოკურიანი (ს.კ. 74.06.12.981), ასაშენებელი მულტიფუნქციური ავტოგასამართი კომპლექსის მშენებლობისთვის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე
- გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 8 დეკემბერი 2022 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 12 დეკემბერი 2022 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს კუთვნილ ტერიტორიაზე, მდებარე ყაზბეგის რაიონში, სოფ. სოკურიანი (ს.კ. 74.06.12.981), ასაშენებელი მულტიფუნქციური ავტოგასამართი კომპლექსის მშენებლობისთვის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
კონკრეტული დავალება:
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს კუთვნილ ტერიტორიაზე, მდებარე ყაზბეგის რაიონში, სოფ. სოკურიანი (ს.კ. 74.06.12.981), ასაშენებელი მულტიფუნქციური ავტოგასამართი კომპლექსის მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვის მისაღებად და მუშა პროექტის მოსამზადებლად:
- ტოპოგრაფიული რუკის მომზადება;
- გეოლოგიური კვლევის ჩატარება, შესაბამისი დასკვნის მომზადება და მისი საექსპერტო შეფასება;
- მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ანგარიშის მომზადება და მისი შეთანხმება შესაბამის სტრუქტურებთან;
- საგზაო მოძრაობის სქემის მომზადება და შეთანხმება საგზაო დეპარტამენტთან და საპატრულო სამსახურთან;
- ვერტიკალური გეგმარება;
- არქიტექტურული პროექტის მომზადება და საექსპერტო დასკვნა პროექტის 41-ე დადგენილებასთან შესაბამისობაზე;
- კონსტრუქციული ნაწილის მომზადება, კომპიუტერული გაანგარიშება და საექსპერტო დასკვნა;
- ტექნოლოგიური ნაწილის პროექტის და საექსპერტო დასკვნის მომზადება;
- გამწვანების პროექტის მომზადება;
- მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის და კალენდარული გეგმის მომზადება;
- საინჟინრო ქსელების პროექტის (ელ.მომარაგება; გათბობა-ვენტილაცია; სახანძრო უსაფრთხოება)
მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
- მსგავსი სამუშაოს შესრულების მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება;
- მსგავსი პროექტების და მიღება ჩაბარების აქტების წარმოდგენა.
გადახდის პირობები:
- ავანსი 40%. დარჩენილი თანხის ჩარიცხვა შედგება მერიის არქიტექტურის სამსახურში სრული დოკუმენტაციის ჩაბარების შემდეგ.
ტენდერის ვადები:
- 7 კალენდარული დღე
ხელშეკრულების ვადები:
- 60 კალენდარული დღე
საგარანტიო პირობები:
- ხარისხიანად და პროფესიულ დონეზე შესრულებული სამუშაო
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 12 დეკემბერი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი:
ლევან ინასარიძე
მობ: 514 377 117
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
გამარჯობა, რა დოკუმენტაციის წარმოდგენა არის საჭირო ტენდერში მონაწილეობისთვის?
გამარჯობა. სატენდერო წინადადებასთან ერთად, წარმოსადგენია კომერციული წინადადება, მსგავსი სამუშაოს შესრულების მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება და მსგავსი პროექტების და მიღება ჩაბარების აქტების წარმოდგენა. მადლობა!
გამარჯობა, რა დოკუმენტაციის წარმოდგენა არის საჭირო ტენდერში მონაწილეობისთვის?