ჩაბარების ვადა:

21 დეკემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15571 - ტენდერი მეორადი ინვენტარის გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

Tenders.ge - პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ტენდერს მეორადი ინვენტარის გაყიდვაზე.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • გასაყიდი ინვენტარის ჩამონათვალი
  • სააპლიკაციო ფორმა.
  • ფასების ცხრილი (დალუქულ კონვერტში წარსადგენი)
  • გასაყიდი ინვენტარის სია (ორი ფაილი)

პირობები: 

  • საქონლის მდგომარეობა - მეორადი ნაწილი მუშა ნაწილი დაზიანებულ მდგომარეობაში.
  • მყიდველმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ინვენტარის ტრანსპორტირება (ინვენტარის ადგილმდებარეობა ქ. თბილისი სარაჯიშვილის 8; გაგრის 2).
  • აღნიშნული ინვენტარის ნახვა შესაძლებელია წინასწარი შეთანხმების საფუძველზე  საქონლის მდებარეობის მიხედვით.
  • შესაძლებელის მხოლოდ მთლიანი ლოტის შესყიდვა 

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ.  მიმაგრებული ფასების ცხრილი. გთხოვთ ამობეჭდოთ მხოლოდ ფასების ცხრილი და არ ამობეჭდოთ ინვენტარის სრული ჩამონათვალი);
  • იურიდიული პირის შემთხვევაში ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ხოლო  ფიზიკური პირის შემთვევაში პირადობის მოწმობის  ასლი ;
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართულ ფაილში).  

შემოთავაზებული ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.).

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში) კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ  პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში.
  • შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 21 დეკემბერი 2022 წ. (18:00-მდე)

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
იდა შახდიანრიანი 
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
ტელ.: (+99532) 2202222 (1613)
E-mail:  ida.shakhdianaryan@procredit-group.com

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
რუბენ კაზაროვი
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571)
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
E-mail: geo.tenders@procredit-group.com

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
  • 39100000 ავეჯი