ჩაბარების ვადა:
19 დეკემბერი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT15585 - ტენდერი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მონტაჟის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მონტაჟის მომსახურების შესყიდვაზე.
მომსახურების აღწერილობა:
- მომსახურება გულისხმობს, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის დამონტაჟებას.
კერძოდ, პრეტენდენტს ევალება, თითოეულ ობიექტზე გარე კამერების მონტაჟი.
- მაღაზიების საორიენტაციო რაოდენობა - 400 ობიექტი;
- ადგილმდებარეობა - საქართველოს მასშტაბით;
- სამუშაოს შესრულების ვადა - 3 თვე.
შემსრულებელი ვალდებულია:
- დაამონტაჟოს გარე კამერები და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრები გამართოს/გაასწოროს კანონმდებლობის (101-ე დადგენილება) მოთხოვნების მიხედვით;
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზის შემთხვევაში, დადგენილ ვადებში აღმოფხვრას ხარვეზი და გაწიოს ყველა დამატებითი ხარჯი (მათ შორის ფინანსური ხარჯი).
გთხოვთ, იხელმძღვანელოთ საქართველოს მთავრობის 101-ე დადგენილებით:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5401808?publication=0
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- განფასება უნდა მოიცავდეს 1 კამერის სამონტაჟო სამუშაოს ღირებულებას, ასევე სახარჯი მასალების ერთეულის ღირებულებას (მაგ: 1 მეტრი კაბელი, კაბელარხი და ა.შ.) და რეგიონების შემთხვევაში სამივლინებო ხარჯს;
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება და უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები;
- სურვილის შემთხვევაში პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს კანონმდებლობასთან შესაბამისი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის (კამერა, ჩამწერი, მყარი დისკი და ა.შ) განფასება, უპირატესობა მიენიჭება Hikvision-ის ბრენდს;
- გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 19 დეკემბერი, 18:00 საათი.
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია / მარიამ სიხარულიძე
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06 / 591 44 20 54
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge / mariam.sikharulidze@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები