ჩაბარების ვადა:

21 დეკემბერი 2022, 21:00

სტატუსი:

დასრულებული

T15594 - ტენდერი 3 ლოტად: საინფორმაციო დაფების დამზადება, გამაგრილებელი სისტემა, სათბურები

ტენდერის აღწერილობა:

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Action Against Hunger (AAH), წარმოადგენს საერთაშორისო ქსელის წევრ ორგანიზაციას და არის აპოლიტიკური, არარელიგიური, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ებრძვის შიმშილს და მის გამომწვევ მიზეზებს მსოფლიოს მასშტაბით.  Action Against Hunger 1994 წლიდან მუშაობს სამხრეთ კავკასიაში და ახორციელებს პროგრამებს სურსათის უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური და სოფლის განვითარების მიმართულებით.

ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით პროექტის „ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება ინკლუზიური განვითარების მიდგომების გამოყენებით“ ფარგლებში Action Against Hunger - სამხრეთ კავკასიის მისია აცხადებს ტენდერს შემდეგ ლოტებზე:

  • საინფორმაციო დაფების დამზადება და მონტაჟით 
  • გამაგრილებელი სისტემა 
  • სათბურები 

მომწოდებლების შერჩევის ძირითადი კრიტერიები იქნება:

  • კონკურენტული ფასი
  • სპეციფიკაციებსა და სტანდარტებთან თანხვედრა
  • ჩაბარების ვადები
  • მასალის ხარისხი
  • მასალების სანდო გზით მიწოდება
  • ფინანსური სტაბილურობა და კრედიტუნარიანობა
  • გადახდის პირობები/მოთხოვნები
  • დადასტურებული საქმიანობა და გამოცდილება
  • გარანტიის პირობები

ზოგჯერ მითითებული გვაქვს ნივთის ბრენდი. შეგიძლიათ შემოიტანოთ შემოთავაზება ამ ან მრსგავს ნივთზე იდენტური სპეციფიკაციით, შეზღუდვა არ გვაქვს.

Action Against Hunger არ არის ვალდებული შეარჩიოს ყველაზე იაფი შემოთავაზება.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ შემოიტანონ შემოთავაზება, როგორც ყველა ასევე ცალკეულ ლოტზე.
  • დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ შემოიტანონ შემოთავაზება, როგორც ყველა ასევე ცალკეულ ნივთზე.
  • დასრულებული შემოთავაზებები უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 21.12.2022, 21:00 საათისა (თბილისის დროით) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: procurement@sc.acfspain.org
  • ფინანსური შემოთავაზება არ უნდა შეიცავდეს დღგ-ს.

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები