
26 ივლისი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1572 - ტენდერი ნაჭრის ჩანთების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ნაჭრის ჩანთების შესყიდვაზე;
საქონლის დასახელება/აღწერა:
- ნაჭრის ჩანთა - 2000 ცალი
სპეციფიკაციები:
- ტილოს ნაჭერი, მუქი ლურჯი;
- ჩანთის ზომა 37X32 სმ, სახელურის ზომა 49X3 სმ;
- ჩანთაზე უნდა მოხდეს სოლოს ლოგოს გადატანა ზომით 8X4, ლოგოს დატანის წესი: თერმულად, პრიალა ოქროსფერი და ჩვეულებრივი თეთრი.
სატენდერო შემოთავაზებას აუცილებლად უნდა ახლდეს 1 ცალი ნიმუში (თანდართულ ფაილში მიბმული ფოტოს მიხედვით).
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- დეტალური შემოთავაზება უნდა მოიცავდეს მიწოდების ვადებს;
- მომწოდებელი ვალდებულია ნომუში მოგვაწოდოს ტენდერის დასრულებამდე სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისში (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა).
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 14 ივლისიდან – 2016 წლის 26 ივლისის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
- თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
- გთხოვთ, ჯამური ფასი მიუთითოთ ლარებში;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ნინო უნგიაძეს 599 55 02 11; მარი გახოკიძეს 577 525 404
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 26 ივლისი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=619&lang=geo