ჩაბარების ვადა:

11 იანვარი 2023, 17:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T15737 - ტენდერი სასმელი წყლის შესყიდვა/მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. დიპლომატი საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P&G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

შპს „დიპლომატ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ერთ ლოტად:

  • სასმელი წყლის შესყიდვა/მომსახურება საქართველოს მაშტაბით

შესყიდვის დეტალები:

მისამართი 

ბინულების რაოდენობა

წყალი  0.5ლ

ჭიქა პლასტმასის 180გ (100 ცალ.)

დისპანსერი

ქ.თბილსი, ორხევის სამრეწველო ზონა, თ.ჩანტლაძის ქუჩის I შესახვევი N10 

120 500 30,000 17

ქ. სამტრედია, რობაქიძის ქ. N30 

20 - 7,000 3

ქ. სამტრედია, სოფელი კულაში, თამარ მეფის ქ.  N 8

10 - 3,000 1

ქ.გორი, ცხინვალის გზატკეცილი N3

5   3,000 1

ქ.ახალციხე, 9 აპრილის 6ე

5 - 3,000 1

ქ.ბათუმი, ტბეთის ქუჩა ბნქ ქარხნის ყოფილი ტერიტორია

5   3,000 1

ქ.თელავი, აღმაშენებლის ქუჩა N14 

4 - 3,000 1

თვის ჭრილში ჯამური რაოდენობა

169

500

52,000

 

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება (სრულყოფილად შევსებული ხარჯთაღრიცხვის ფაილები ცვლილებების გარეშე, რომელიც უნდა მოიცავდეს შესყიდვის ღირებულებას.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური  მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სარეკომენდაციო წერილი და სხვა.
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე www.Tenders.ge
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

სატენდერო პროცედურები და ვადები:

  • წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა 2023 წლის 11 იანვარი 17:00 საათი.
  • გამარჯვეული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მისამართებზე წყლის დისპანსერების განთავსება.
  • გამარჯვეული კომპანია ვალდებულია მოახდინოს პროდუქციის მისამართზე მიწოდება როგორც თბილისში ასევე რეგიონში, შეკვეთიდან 2 დღის ვადაში, დღის პირველ ნახევარში.
  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. კომპანიის შერჩევა და გამარჯვებულად გამოვლენა მოხდება წარმოდგენილი ფასის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • შპს „დიპლომატ ჯორჯია“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს  მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე. 

ელექტრონული ტენდერის ჩატარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ გვერძე: www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 11 იანვარი, 17:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია, გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების სპეციალისტი:
საკონტაქტო პირი: ნინო ბეროზაშვილი
ელ. ფოსტა: N.berozashvili@diplomat.ge
ტელ: +995 598 27 44 26

შესყიდვების სუპერვაიზერი:
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: T.imerlishvili@diplomat.ge
ტელ: +995 571 77 22 11

ტენდერის კატეგორია:

  • 41100000 ბუნებრივი წყალი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    6 იანვარი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა