ჩაბარების ვადა:
16 იანვარი 2023, 18:00
სტატუსი:
გამარჯვებული
E
ელ. ტენდერი
T15795 - ტენდერი სოკარ ჯორჯია გაზის ავტოპარკის მომსახურებაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სოკარ ჯორჯია გაზი (202403121) აცხადებს ტენდერს ავტოპარკის მომსახურებაზე.
მიმაგრებულ ფაილებში წარმოდგენილია კომპანიის ავტოპარკში შემავალი, გამოშვების წელითა და VIN კოდებით, ავტო/მოტო ტრანსპორტის ჩამონათვალი. მათ გასწვრივ გაწერილია სათადარიგო ნაწილები და მათი მომსახურება.
მიმაგრებული ფაილები:
- შერეული ავტოპარკი (სადაც წარმოდგენილია ტოიოტას, სუზუკის, ნისანისა და სხვა ავტომობილების ჩამონათვალი)
- KIA Frontier 2700 ჩამონათვალი
- მოპედების ჩამონათვალი
ტენდერში მონაწილე კომპანიამ სისტემაში უნდა ატვირთოს ზემოხსენებული ფაილები, სადაც ყველა სათადარიგო ნაწილსა და მომსახურებაზე დაფიქსირებული ექნება ღირებულება.
აუცილებელი მოთხოვნა:
- მონაწილე ორგანიზაციას მომსახურების პუნქტები უნდა გააჩნდეს: თელავში, თბილისში, გორში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში.
დამატებითი ინფრომაცია:
- მონაწილე ორგანიზაცია არაა ვალდებული წარმოადგინოს პრეისკურანტი სრულ ავტოპაკზე (შეუძლია ცალკე ნებისმიერი მიმაგრებული ფაილით მიიღოს მონაწილეობა).
- ნაწილების ხარისხი უნდა მიეკუთვნებოდეს საშუალო სეგმენტს
- შემოთავაზებული ფასები უნდა მოქმედებდეს 2023 წლის ბოლომდე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 16 იანვარი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირები:
ტექნიკური საკითხები - რაულ ყურბანოვი 577 105 785
კომერციული საკითხები - გიორგი კვანჭახაძე 599 742 924
ტენდერის კატეგორია:
- 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები
- 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
- 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები