ჩაბარების ვადა:

24 თებერვალი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15797 - ტენდერი საქართველოს მაშსტაბით ინერტული მასალის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქნეტი" აცხადებს ტენდერს საქართველოს მაშსტაბით, ინერტული მასალის შესყიდვაზე. გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასები ლარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 24 თებერვლის ჩათვლით (18:00 საათი) დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7.

სამშენებლო მასალების  შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის მანძილზე, სილქნეტის მოთხოვნის შესაბამისად (როგორც საწყობის შევსების მიზნით, ისე სამშენებლო პოლიგონზე მოწოდებით). ტენდერი დაყოფილია რამდენიმე ლოტად, (საწყობის მისამართების  და საქართველოს მთელი ტერიტორიის შესაბამისად)

  • 1) თბილისი - ერწოს ქუჩა 12
  • 2) თელავი - ერეკლე 2 ქუჩა 12
  • 3) ქარელი - მგალობლიშვილის ქ 5
  • 4) ქუთაისი - ნიკეას ქ 5
  • 5) ხობი - სტალინის ქ 16
  • 6) ბათუმი  - თამარის დასახლება, ტბეთის ქუჩა #10
  • 7) საქართველო (საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, სამშენელო მოედანზე მასალის მოწოდება)
  • მითითებულ ლოკაციებზე შესასყიდი მასალის რაოდენობა და დასახელება იხილეთ ხარჯთაღრიცხვის ფაილში. 
  • პრეტენდენტს, შეუძლია შეთავაზება გააკეთოს როგორც ყველა, ისე ცალკეულ ლოტზე და ლოკაციაზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით. 

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
  • კომპანიაზე  ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ 
  • კლიენტების ჩამონათვალი 
  • კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები; 

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში და CD დისკზე 
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი; 
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით; 
  • ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია; 
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ; 
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა; 
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ; 

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია 
საკონტაქტო პირი: ინა საჯაია, სოსო მაზმიშვილი 
ტელეფონი: 599 55 25 53მ 555 54 05 54.
E-mail: tenders@silknet.comSMazmishvili@silknet.com; ISajaia@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7 

წარმოდგენილი ფასები  უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით; 

სს ,,სილქნეტი“  გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;  

ს.ს. ,,სილქნეტის“ მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=93&s=tender

ტენდერის კატეგორია:

  • 14200000 ქვიშა და თიხა