ჩაბარების ვადა:

16 იანვარი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15818 - ფასთა გამოკითხვა ამწე-კალათებით მომსახურებაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

RMG Gold LLC აცხადებს ფასთა გამოკითხვას ამწე-კალათებით მომსახურებაზე.

  • მომსახურების საგანი - ამწე-კალათებით მომსახურება
  • ტექნიკური დავალება - იხ. დანართი No2
  • ადგილმდებარეობა - ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 16.01.2023, 18:00 საათი

კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს იურიდიული სტატუსის დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია და კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:

  • ენა: ქართული
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: 

  • მომსახურების ღირებულება (12 საათიანი ცვლის ღირებულება/1 საათის ღირებულება);
  • ინფორმაცია კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის შესახებ;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.);

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში No1 
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com 

საკონტაქტო ინფორმაცია: 
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი:
შესყიდვების პროცედურების მართვის სპეციალისტი: 
ლილე პირველი 
E-mail: 
LPirveli@richmetalsgroup.com
Т +995 579 552 051

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები