ჩაბარების ვადა:

25 ივლისი 2016, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T1582 - ტენდერი სპორტულ მოედანზე დაგებული ხელოვნური საფარის აღების და სხვა მიწის ნაკვეთზე გადატანის/დაგების შესახებ

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ტენდერს სპორტულ მოედანზე დაგებული ხელოვნური საფარის აღების და სხვა მიწის ნაკვეთზე გადატანის/დაგების შესახებ.

ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოების შესახებ:

მომსახურე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:

  • 3000 კვ/მ -ზე დაგებული ხელვნური საფარის აღება. აღება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მინიმალურად დაზიანდეს ხელოვნური საფარი.
  • აღებული ხელოვნური საფარის ნაწილის (1100 კვ/მ) გადატანა და დაგება უნდა მოხდეს მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე. მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე დაგებულია ბეტონის საფარი. მიწის ნაკვეთის მოწყობა ხელოვნური საფარის დაგებამდე უნდა განხორცეილდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს წვიმის დროს წყლის თავისუფლად გადინება. წყალი არ უნდა დგებოდეს მოედანზე.
  • აღებული ხელოვნური საფარის ნაწილის (350 კვ/მ) გადატანა და დაგება უნდა მოხდეს ქ.ბათუმში. ქ.ბათუმში მდებარე მიწის ნაკვეთზე დაგებულია ბეტონის საფარი. მიწის ნაკვეთის მოწყობა ხელოვნური საფარის დაგებამდე უნდა განხორცეილდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს წვიმის დროს წყლის თავისუფლად გადინება. წყალი არ უნდა დგებოდეს მოედანზე.

კომპანიამ სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითის:

  • შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
  • ხელოვნური საფარის დაგების/აღების გამოცდილების შესახებ, კონკრეტული ობიექტის მითითებით.

ტენდერის ჩაბარების ვადა:

სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 25 ივლისი 13:00 საათამდე. წინადადებები წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონულად ელ.ფოსტაზე: info@ug.edu.ge

ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება შესაძლებელია სამუშაო დღეებში, 10:00 – 19:00 საათამდე.

საკონტაქტო პირი: გივი ნეფარიძე - ტელ: 599 902275

ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა ჩატარდეს 2016 წლის 5 აგვისტომდე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ