ჩაბარების ვადა:

23 იანვარი 2023, 16:00

სტატუსი:

უარყოფილი

E
ელ. ტენდერი
T15830 - ტენდერი ჭაში ვარდნის საწინააღმდეგო მოწყობილობის შესყიდაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ტენდერს ჭაში ვარდნის საწინააღმდეგო მოწყობილობის შესყიდაზე.

განსკათრებული მოთხოვნები:

  • წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანი(ებ)ა ვალდებულია უზრუნველყოს დანართი N1-ით განსაზღვრული ჭაში ვარდსი საწინააღმდეგო მოწყობილობის მოწოდება. მოწყობილობა უნდა იყოს ამერიკული და/ან ევროპული წარმორმოების.  

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • ჭაში ვარდის საწინააღმდეგო მოწყობილობის - სპეციფიკაცია და რაოდენობა წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით. 

შენიშვნა: 

  • დანართ N1-ში წარმოდგენილი ფოტომასალა არის საორიენტაციო და არა კონკრეტული მოთხოვნა. 
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, რომ ტენდერის დასრულების შემდეგ საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს რაოდენობის ცვილილება-კორექტირება. 

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით როგორც ექსელის ფორმატში, ასევე PDF ფორმატში ხელმოწერილი. 

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების  (ხელშეკრულების) ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან, შეთანხმებისამებრ სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებული მოთხოვნის მიხედვით. 

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

  • მისამართები კომპანიების მიხედვით: 
  • შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - ქ თბილისი, წყალსადენის ქ 7

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • დანართი N1-ის მიხედვით შემოთავაზების სრულად შევსება - მწარმოებელი ქვეყანა, ბრენდი/მოდელი,  ფასი (ეროვნულ ვალუტაში ყველა გადასახადის გათვალისწინებით), მოწოდების ვადა, საგარანტიო პერიოდი. 
  • მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი - სერტიფიკატი, ტექნიკური მახასიათებლები და ფოტომასალა.   
  • კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, განახლებული ბოლო 3 თვის განმავლობაში. 

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი,უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 23 იანვარი, 16:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); 599 192500

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე 
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1303); 595 226694

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    20 იანვარი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა