25 იანვარი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT15847 - ტენდერი რკინის 8მ. ბოძების დამზადებაზე
- გამომცხადებელი: სილქნეტი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 25 იანვარი 2023 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს "სილქნეტი" აცხადებს რკინის 8მ. ბოძების დამზადებაზე ტენდერს და იწვევს მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ კომპანიას.
პროდუქციის შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
გთხოვთ იხილოთ თანდართული ნახაზები დანართი #1 და დანართი #2-ის სახით. კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზება ნახაზში მოცემული პირობების შესაბამისად.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები; (მინიმუმ 3 კომპანიის)
- კომპანიაზე ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ
- კლიენტების ჩამონათვალი
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
- მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში და CD დისკზე
- კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
- მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;
- ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: ლაშა გამგებელი
ტელეფონი: 995 595 11 66 24
E-mail: lgamgebeli@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, გოთუას #3
მოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით;
ს.ს. "სილქნეტი" უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ; ს.ს. "სილქნეტი" გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
ტენდერის კატეგორია:
- 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
- 14700000 ძირითადი ლითონები
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
საჭიროა თუ არა შეღებვა? სად მოვიძიოთ მოთხოვნები შეღებვაზე?
კითხვების შემთხვევაში მითითებულ ნომერზე დარეკეთ
დიახ უნდა იყოს დაგრუნტული, შემდეგ შეღებილი ანტიკოროზიული საღებავით. ძირითად 1 მეტრზე იღებება შავი ფერის ბეშუმით.