ჩაბარების ვადა:

26 იანვარი 2023, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T15884 - ტენდერი შპს «ბათუმის ნავთობტერმინალის» დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის განცხადების / გზშ-ს ანგარიშის მომზადებისათვის მომსახურების შეძენაზე

  • გამომცხადებელი: ბათუმის ნავთობტერმინალი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 26 იანვარი 2023 დრო 12:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი" აცხადებს ტენდერს შპს «ბათუმის ნავთობტერმინალის» დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის განცხადების / გზშ-ს ანგარიშის მომზადებისათვის მომსახურების შეძენაზე.

მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. 4.

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში, მისამართზე ქ. ბათუმი,  მაიაკოვსკის ქ. 4.

პოტენციურმა მიმწოდებელმა/შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) სატენდერო წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:

  • ტენდერში მონაწილეობის განაცხადი
  • კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
    - ა) პოტენციური მიმწოდებელის დასახელება
    - ბ) პოტენციური მიმწოდებელის ფაქტიური მისამართი
    - გ) წარმოდგენილი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების დასახელება, დახასიათება და მოცულობა
    - დ) გადახდის ფორმა
    - ე) ერთეულის და საერთო ფასს აშშ დოლარში, ევროში ან ლარში დღგ-ის გარეშე, თუ დღგ-ის გადამხდელი  დღგ-ის ჩათვლით, ღირებულება უნდა შეიცავდეს ტექნიკური სპეციფიკაციით გათვალისწინებულ ყველა ხარჯებს.
  • პოტენციური მიმწოდებელის მიერ ხელმოწერილი მისაწოდებელი  საქონლის / სამუშაოების / მომსახურების ტექნიკური დავალება
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ასლი) განახლებული
  • ცნობა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ
  • ცნობა დავალიანების შესახებ
  • ლიცენზიის ასლი (თუ შესყიდვის ან საქმიანობის, პირობები ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირებას)
  • ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და/ან რუსულ ენებზე. 

გამოცხადების თარიღი: 13.01.2023 წ.
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 26.01.2023 წ. / 12:00 სთ.

ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტების განყოფილებას. 

პოტენციური მიმწოდებლის/შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოს შემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (ტექნიკური დავალება/ დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების  შესრულება. 

პოტენციური მიმწოდებელი/შემსრულებელი ვალდებულია წარადგინოს კომერციული წინადადება, საიტზე განთავსებული საკონკურსო დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად: www.batumioilterminal.com

ტენდერის კატეგორია:

  • 90700000 მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

გასაგებია, მადლობა

მიმწოდებელი 1

გამარჯობა, მაინტერესებს დოკუმენტების ატვირთვა ხდება თქვენ პორტალზე თუ მითითებულ მისამართზე უნდა გაიგზავნოს?

ბათუმის ნავთობტერმინალი
ბათუმის ნავთობტერმინალი

მოგესალმებით. დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს მითითებულ მისამართზე დახურული კონვერტით. კონვერტზე რა თქმა უნდა მიუთითებთ თქვენი კმპანიის სახელწოდებას და ტენდერის დასახელებას.