20 იანვარი 2023, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT15911 - ტენდერი #18/1-GIEC-P/CSSA -23 ქიმიური რეაგენტის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ქიმიური რეაგენტის შესყიდვაზე.
შესყიდვის სპეციფიკაცია:
პოზიცია # |
პროდუქტის დასახელება |
რაოდენობა (ტონა) |
1 |
გოგირდმჟავა 93-96% |
20 |
მიწოდების ადგილი: გარდაბანი, აღმაშენებლის ქ. 2
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- სერთიფიკატები (COA-Certificate of Analysis) და MSDS (Materials Safety Data Sheet)
შენიშვნა:
- მოწოდებული ქიმიური რეაგენტის გოგირდმჟავას კონცენტრაცია აუცილებლად უნდა იყოს მითითებულ დიაპაზონში - 93-96%;
- მოწოდების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 7 კალენდარული დღით შეკვეთის გაფორმებიდან.
- ქიმიური რეაგენტების მიღება შეგვიძლია ავტოცისტერნით, რომელიც აღჭურვილია სპეციალური ჩამოსასხმელი მოქნილი მილით.
- პროდუქციის შენახვის ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2 წლისა მოწოდების დღიდან;
წინადადება უნდა მოიცავდეს:
- ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიების მისამართზე მიწოდებით;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
შენიშვნა:
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია პროდუქციის მწარმოებელზე;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან).
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი (18/1-GIEC-P/CSSA -23) და ადრესატის ინფორმაცია: ბექა ივანიაშვილი - 595 888 268;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 20 იანვარი 15:00 საათი
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ბექა ივანიაშვილი
ელ.ფოსტა: Bivaniashvili@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 595 888 268
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ნანა რიგვავა
საკონტაქტო ნომერი: 591 70 78 20
ტენდერის კატეგორია:
- 24900000 სუფთა ქიმიკატები და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების პროდუქტები
- 24600000 ფეთქებადი ნივთიერებები