ჩაბარების ვადა:

22 ივლისი 2016, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T1592 - ტენდერი სხვადასხვა ტიპის გაზის მრიცხველების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს სხვადასხვა ტიპის გაზის მრიცხველების შესყიდვაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია: 

  • გაზის მრიცხველი ფლოუბოს 103 ტიპის - 1 ცალი;
  • გაზის მრიცხველი - როტაციული, 400მ3 /სთ-ში წარმადობით (D=150), კომპლექტში გაზის ელექტრონულ კორექტორთან (EK220), ორ მილტუჩთან, სახრახნისებთან და პარანიტებთან -1 კომპლექტი.

კომპანია ნეოგაზი იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • ინფორმაცია პროდუქციის ღირებულების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ.

შენიშვნა: დამკვეთი იტოვებს უფლებას სხვადასხვა პოზიცია შეიძინოს სხვადასხვა მომწოდებლისგან.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: v_maisuradze@giec.ge; v_tsimakuridze@gig.ge.
  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 22 ივლისის 13:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით - 599 97 88 18. საკონტაქტო პირი - გიორგი გიორგაძე; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ